პოლიციამ თბილისში ორი პირის დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ორი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის
მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 4 ივლისს თბილისში, ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირს შორის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორი ადამიანი დაჭრა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი პირი მომხდარიდან მალევე ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783233764

ახალი ამბები

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. რუსეთის ლიდერმა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომიც განიხი...

დონალდ ტრამპმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს

1783231492

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 5 ივლისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

5 ივლისს ქუთაისში წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +30 და ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ასევე ოზურგეთშიც. დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ბათუ...

ამინდი, წვიმა

1783198355

ახალი ამბები

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მას...

ქართველი მხატვრის

1783196338

ახალი ამბები

თითქმის 2 მილიონის შეთავაზება მზადაა - ანზორ მექვაბიშვილმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

რუმინული „კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. როგორც ემანუელ როშუ იტყობინება, „ჩიკაგო ფაირი“ დაინტერესებულია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით და მზადაა ბონუ...

 ანზორ მექვაბიშვილი

1783194371

ახალი ამბები

კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი - ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ი...

 ალექსანდრე წივწივაძე