სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის ერთი და ისრაელის სამი მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში და მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულების პირადი და ხელბარგის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის „მდმა“, „მარიხუანა“ „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“. ნივთმტკიცებად ამოღებულია, ასევე, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1783198355

ახალი ამბები

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

პარიზში თანამედროვე ქართველი მხატვრის ია ტიგინაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. IA - 13 ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც მხატვრის 13 ნამუშევარია წარმოდგენილი. გამოფენას პარიზის მე 6 რაიონის მერია მას...

ქართველი მხატვრის

1783196338

ახალი ამბები

თითქმის 2 მილიონის შეთავაზება მზადაა - ანზორ მექვაბიშვილმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

რუმინული „კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. როგორც ემანუელ როშუ იტყობინება, „ჩიკაგო ფაირი“ დაინტერესებულია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით და მზადაა ბონუ...

 ანზორ მექვაბიშვილი

1783194371

ახალი ამბები

კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი - ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ი...

 ალექსანდრე წივწივაძე

1783192802

ახალი ამბები

ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს.

ბორჯღალოსნებმა

1783191364

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას. „ირანი შეთანხმების მიღწევას ითხ...

ტრამპი ტრამპი