შიდა ქართლის პოლიციამ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან სხვადასხვა დროს მართლსაწინააღმდეგოდ 12 130 ლარს დაეუფლა.

ასევე, დგინდება, რომ დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პროგრამის განულებას სპეციალური პროგრამის მეშვეობით ახდენდა.

ბრალდებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მობილური ტელეფონი, ჩასარიცხი აპარატის კარების გამღები სახელური და გასაღები.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783196338

ახალი ამბები

თითქმის 2 მილიონის შეთავაზება მზადაა - ანზორ მექვაბიშვილმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში გააგრძელოს

რუმინული „კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს. როგორც ემანუელ როშუ იტყობინება, „ჩიკაგო ფაირი“ დაინტერესებულია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით და მზადაა ბონუ...

 ანზორ მექვაბიშვილი

1783194371

ახალი ამბები

კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი - ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ი...

 ალექსანდრე წივწივაძე

1783192802

ახალი ამბები

ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს.

ბორჯღალოსნებმა

1783191364

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას. „ირანი შეთანხმების მიღწევას ითხ...

ტრამპი ტრამპი

1783190133

ახალი ამბები

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს. „ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარ...

თბილისის ანძა