ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ: ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კოლეგასთან დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

 

4 ივლისის საღამოს ზელენსკიმ ტელეფონით მიულოცა ტრამპს აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე. საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კოლეგას უკრაინის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ქვეყნების ლიდერებმა განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება, ასევე, დიპლომატიური ძალისხმევა.

„ამ ომის დასრულების რეალური პერსპექტივა არსებობს და ამერიკის ძალისხმევა გადამწყვეტი იქნება“, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ დასძინა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ, პირისპირ საუბარი ანკარაში ნატოს სამიტზე გააგრძელონ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1783194371

ახალი ამბები

კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი - ალექსანდრე წივწივაძე 23-წლამდელებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი

კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იუნიორებსა და 23-წლამდელებს შორის კანოეთი ასპარეზობის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს სპორტის სამინისტროს ი...

 ალექსანდრე წივწივაძე

1783192802

ახალი ამბები

ბორჯღალოსნებმა ურუგვაი დაამარცხეს და ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვეს

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ახალ ტურნირზე „ერთა თასზე“ გამოსვლა წარმატებულად დაიწყო. „ბორჯღალოსნებმა“ მონტევიდეოში, მასპინძელი ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 41:34 დაამარცხეს.

ბორჯღალოსნებმა

1783191364

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანი შეთანხმების მიღწევას ითხოვს, თუმცა მოლაპარაკებებში ერთკვირიანი პაუზა გადავწყვიტეთ, ვიდრე აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ღონისძიებები დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოცემა Axios-თან განაცხადა, რომ ყურადღებით ადევნებს თვალს ირანის ყოფილი სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას. „ირანი შეთანხმების მიღწევას ითხ...

ტრამპი ტრამპი

1783190133

ახალი ამბები

თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს. „ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარ...

თბილისის ანძა

1783188231

ახალი ამბები

თორნიკე ფაღავა: ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან, სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის ცენტრალურ ქვეყნებთან

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩინეთთან. სწორედ ესაა ის ძირითადი დატვირთვა იმ უკანასკნელი შეხვედრების, ვიზიტების ცენტრალურ აზიაში, რომ ერთი მხრივ, საქართველოს ჰქონდეს სტრატეგიული პარტნიორობა შუა აზიის...

თორნიკე ფაღავა