პრემიერი: 17 ივნისს, ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - რეკომენდაციასთან ერთად არის ჩადებული სხვა საკითხები, რომელსაც ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს
"17 ივნისს, ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - პირველად გაჩნდა ისტორიული ჩანაწერი, რომ ევროკავშირი, ევროკომისია ევროპულ საბჭოს აძლევს რეკომენდაციას, საქართველოს მიენიჭოს პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ქალბატონმა ურსულამ განაცხადა, ევროპამ კარი გაუღო საქართველოს, ეს ნამდვილად არის ისტორიული გადაწყვეტილება" , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ის რეკომენდაციები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, ისედაც იყო ხელისუფლების დღის წესრიგში ჩაწერილი, თუმცა არის სხვა საკითხებიც, რასთან დაკავშირებითაც მუშაობა გაგრძელდება ბრიუსელთან და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს.
"ვულოცავ თითოეულ ქართველს ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას.
მეორე, რაც ასევე ევროკომისიამ თავის რეკომენდაციაში ჩაწერა და მიმართა საბჭოს არის შემდეგი - საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როგორც კი პრიორიტეტები და ანუ პირობები შესრულდება.
ახლა როგორც კი დაამტკიცებს საბჭო აღნიშნულ რეკომენდაციებს, ჩვენ,რა თქმა უნდა, მაშინვე დავიწყებთ მუშაობას ბრიუსელთან.
მინდა, განვმარტო მოქალაქეებისთვის, რომ ამ რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი ისედაც იყო ჩვენს დღის წესრიგში ჩადებული, არის სხვა საკითხები, რომელსაც ჩვენ, რა თქმა უნდა, ბრიუსელთან გავარკვევთ, ვიმუშავებთ და მივიღებთ კანდიდატის სტატუსს.
მინდა აქვე, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, ვინაიდან ვიცი, რომ მოქალაქეების უმეტესობას გარკვეული კითხვები დარჩა, თუ რატომ აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად წახალისებული მოლდოვა და უკრაინა და მინდა, ავუხსნა ჩვენს მოქალაქეებს შემდეგი;
მოლდოვას და უკრაინას, აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, ანუ მათაც ჩაუწერეს, რომ საბჭოს მიმართავს რეკომენდაციით ევროკომისია, რომ მათ მიენიჭოთ სტატუსი, პერსპექტივა და ასევე სტატუსი.
ანუ, რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად.
ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ამავდროულად მათაც სთხოვენ, მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას.
ჩვენს შემთხვევაში არის პირიქით, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ის პირობა, რომელიც არის დადებული, ეს რეფორმები განვახორციელოთ, პრიორიტეტები განვახორციელოთ და,რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი", - განაცხადა პრემიერმა.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას მიანიჭეს, საქართველოს კი კანდიდატის სტატუსის მისაღებად პირობების შესრულება მოუწევს.
ასევე დაგაინტერესებთ:
1790602872
საზოგადოებამარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს
„გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტ...
1790602815
ახალი ამბებიპარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდ...
1790601533
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1790601374
საზოგადოებათამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს „ბრადიაგები“ უწოდა
„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენი...
1790600745
ახალი ამბებითბილისში სტუდენტი დაჭრეს
თბილისში ირინა ენუქიძის ქუჩაზე სტუდენტი დაჭრეს. როგორც ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მ...




























