ღარიბაშვილი: სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს ვითარებაშია. ტერიტორიების 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება", -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით, ერთ-ერთი პირველი არის მოლდოვა, ვინაიდან, მოსაზღვრე სახელმწიფოა და ძალიან ბევრი ნაკადი იყო დევნილების, ლტოლვილების და უამრავი, როგორც ეკონომიკური, ასევე, უსაფრთხოების რისკები გაეზარდა მნიშვნელოვნად მოლდოვას.

„გახსოვთ, წინა კვირას მე საჯაროდ ვთქვი, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები მეუბნებოდნენ და მეც ღიად ვთქვი, რომ უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში. თქვენ ნახეთ, რომ რამდენიმე დღის წინ ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ უკრაინა არის ომში და ჩემთან პირად საუბრებში ასევე უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ასე რომ, ნამდვილად არ მშურს არც უკრაინის, არც მოლდოვის. მინდა მივულოცო ჩვენს უკრაინელ და მოლდოველ მეგობარ ხალხს ეს წარმატება. მინდა მას ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება“, -  განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას

„ასევე, მინდა ვუთხრა ჩვენს ძვირფას ხალხს, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დამსახურება არის ყველა ის ხელშესახები მიღწევა, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას და მე რამდენიმეს შევახსენებ ჩვენს ხალხს - ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი. ეს ყველაფერი უკავშირდება „ქართული ოცნების“ მმართველობას. დიდი მადლობა, ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას მშვიდობას და ქვეყნის გაერთიანებას“, -  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე წაიკითხეთ:

🌐 როგორ მოვხვდებით კანადაში? - სრული და ოფიციალური ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსგან

🌐 როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი? - ალოის ირმაიერის ხილვა

🌐 ხანდაზმულთა პანსიონატი, სადაც მოხუცი ქალი დაბმული ჰყავდათ და გარდაიცვალა - შსს-მ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790604268

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: სააკაშვილსა და მის მოღალატეობრივ პარტიას საკუთარი ღალატი რამდენჯერმე აქვს აღიარებული

„ქართული ოცნების“ წევრი დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეს სასამართლოში გაკეთებულ განცხადებას მოღალატეობრივი პოლიტიკის მორიგ აღიარებას უწოდებს. სააკაშვილმა დღეს სასამართლოში 2008 წლის აგვი...

დავით მათიკაშვილი

1790602872

საზოგადოება

მარიამ ლაშხი მიხეილ სააკაშვილზე: გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს

„გამოსავალი არ აქვთ და ვხედავთ, რომ იმუქრება ციხიდან და მსგავსი ტიპის ჟესტიკულაციებს თუ განცხადებებს აკეთებს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტ...

მარიამ ლაშხი

1790602815

ახალი ამბები

პარლამენტში ინიციირებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, წესდება ერთიანი, 100 000 ლარის ოდენობის ზღვარი, რომლის ფარგლებში ფიზიკური პირი სრულად თავისუფლდება ქონების გადასახადისგან

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვას დაიწყებს. კანონპროექტი ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე (გარდ...

შალვა პაპუაშვილი

1790601533

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6055 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6080 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

სს

1790601374

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილმა ფორმულას წამყვანებს, სანაიას, ჟიჟილაშვილს, თარგამაძეს და ზურაბიანს „ბრადიაგები“ უწოდა

„ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ნიკა გვარამიას სტუმრობას ეხმიანება და მასა და წამყვან ვახო სანაიას შორის გამართულ დიალოგზე წერს. „კლდიაშვილი რა გენი...

ტტტ