პრემიერი: შევთანხმდით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი აღარ გაერთიანდება სახელმწიფო უნივერსიტეტთან

„შევჯერდით, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტთან აღარ გაერთიანდება“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში დარჩება მხოლოდ ტექნიკური საგნები, დანარჩენი არატექნიკური საგნები კი, მილევად რეჟიმში იქნება.

პრემიერის განმარტებით, „ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტი პრინციპის“ შესაბამისად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გარდაიქმნება წმინდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, რაც იყო უმაღლესი განათლების კონცეფციის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

„შესაბამისად, ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალში ისწავლება მხოლოდ ის დისციპლინები, რომლებიც 1990-იან წლებამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ისწავლებოდა, შესაბამის პროგრამაში შედიოდა. ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო აკადემიური წლისთვის აღარ გამოცხადდება მიღება იმ დისციპლინებზე, რომლებიც 1990-იან წლებამდე არ შედიოდა ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში. შესაბამისად, ტექნიკური პროფილის არმქონე სასწავლო პროგრამები ტექნიკურ უნივერსიტეტში მომდევნო წლის განმავლობაში დარჩება მილევად რეჟიმში. აღარ ერთიანდება ორი უნივერსიტეტი. რაც შეეხება არატექნიკურ მიმართულებებს, ისინი დარჩებიან მილევად რეჟიმში. შესაბამისად, ამ წლიდან უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში შესაბამის სპეციალობებზე მიღება აღარ გამოცხადდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში, დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770648601

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით - ჩვენ გვაქვს სერიოზული დეფიციტი კადრების თვალსაზრისით საუნივერსიტეტო სისტემაში

მაქსიმალურად ვიზრუნებთ თითოეულ პროფესორ-მასწავლებელზე, რომელიც არის დასაქმებული ტექნიკურ უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მიმართულებით , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობ...

ირაკლი კობახიძე

1770647759

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: შეგვიძლია, ხმამაღლა გავცეთ პირობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნებთ აკადემიურ პერსონალზე ყველა უნივერსიტეტში

ჩვენ გვაქვს დეფიციტი და არათუ შემცირებაზე უნდა იყოს საუბარი, პირიქით, მაქსიმალურად უნდა მოვიძიოთ კადრები უნივერსიტეტში მუშაობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინის...

ირაკლი კობახიძე

1770647467

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მიმართულებით

სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით, იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ სამომავლოდ ეს ყველაფერი შემოტრიალდება და ევროკავშირი განაგრძობს განვითარებას ახლა უკვე სწორი მ...

ირაკლი კობახიძე

1770646626

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველმა სტუდენტმა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს

ჩვენი მთავარი მიზანი საბოლოოდ არის ერთადერთი რამ, ქართველმა სტუდენტმა უნდა მიიღოს თვისებრივად უფრო მაღალი ხარისხის განათლება საქართველოში, ვიდრე იღებს დღეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმ...

ირაკლი კობახიძე

1770646575

ახალი ამბები

გივი მიქანაძე: ტექნიკური უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროში სპეციალური ჯგუფი ხვალიდან დაიწყებს მუშაობას

მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც სამეცნიერო-ტექნიკურ მიმართულებებს არ წარმოადგენენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გადავლენ მილევად რეჟიმზე, მათზე არ მოხდ...

გივი მიქანაძე