პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და გამოთქვამს მზაობას, შეხვდეს მისი ოჯახის წევრებს და განუმარტოს საგამოძიებო მოქმედების და დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები
საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას ეხმაურება.
უწყება გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები
„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება გიგა ავალიანის ოჯახის განცხადებას და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების საფუძვლები, ასევე ახალი მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დაიწყოს სხვა პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.
მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი. მათ შორის ერთს ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), ხოლო სამს 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცალკე წარმოებად გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
1767856851
ახალი ამბებიორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მიიმალა“ - ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი მარნეულში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წე...
1767856058
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...
1767851459
ახალი ამბებიაშშ ვენეციის კომისიას ტოვებს
თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა იმ ორგანიზაციების სია, რომლის დატოვებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით აპირებს. აღნიშნულ ჩამონათვალში არის ევროსაბჭოს ვენეციის კომისიაც. გარდა ამისა, აშშ გეგმავს უკ...
1767848440
მსოფლიოაშშ ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს
ტრამპის ადმინისტრაცია ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციას დატოვებს, მათ შორის გაეროს მოსახლეობის ფონდსა და გაეროს ხელშეკრულებას, რომელიც კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებს აწესებს....
1767817589
მსოფლიორუბიომ ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის სამფაზიანი გეგმა წარადგინა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვენესუელას დროებით მთავრობასთან „მეტი შეთანხმება იქნება მიღწეული“ და რომ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის სამ ფაზას გეგმავს: სტაბილიზაციას,...































