სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინა

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში სამტრედიაში ყველის საწარმოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ფიზიკური პირების დ. ხ.-ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში) და მ. ჭ. -ის (მისამართი: სამტრედია, სოფელი დიდი ჯიხაიში, ნიკო ნიკოლაძის ქუჩა N6.) კუთვნილ საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„ამავდროულად, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორები სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ და არ იყვნენ რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ობიექტებზე აღმოჩნდა ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით დამზადებული ყველიც, რომელიც დაილუქა ინსპექტორების მიერ.
აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია აღიარების მინიჭების გარეშე და საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794829633

ახალი ამბები

„ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტზე - „ქუთაისის აეროპორტი“, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.   „მება...

ოქროს ნაკეთობები ა

1794828790

ახალი ამბები

პაატა სალიამ ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური სერვისები წარადგინა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ბიზნესგარემო საქართველოში – დიალოგი მთავრობასა და ბიზნესს შორის“. პაატა სალიამ პანელური დისკუსიის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს ის...

პაატა სალია

1794827752

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს და გეოგრაფია უარყოს, საქართველოს აქვს საკვანძო როლი, სულ მცირე, შვიდი ქვეყნისთვის, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვს

ბრიუსელის ბიუროკრატია სრულიად კომიკურ მდგომარეობაში იგდებს თავს. საქართველოსთან დაკავშირებით გაბუტულის პოზას ინარჩუნებს მაშინ, როდესაც დაკავშირებადობაზე ფორუმი მიმდინარეობს. საქართველო წარმოადგენს საკ...

დავით მათიკაშვილი

1794826392

ახალი ამბები

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე: მე ვწყვეტ შაბათის მარშში მონაწილეობას, არ მინდა მარშთან და მის გადაწყვეტილებებთან ასოცირება

ოპოზიციის აქტივისტი თამუნა გიორგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ შაბათის მარშში მონაწილეობას წყვეტს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „არ ვიცი ვის გაინტერესებთ, არც ის ვიცი საერთოდ ვინმეს გაინტერ...

თამუნა გიორგაძე

1794823524

ახალი ამბები

პრემიერი: როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას, პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, მიეცეს ამ ყველაფერს

როდესაც ევროკავშირის ოფიციალური სტრუქტურები ახალისებენ ჩვენს ქვეყანაში „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლას და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობას, არ ვიცი, რა შეფასება შეიძლება, რომ ამ ყველაფერს მიეცეს,...

პრემიერი