პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 მაისს ოზურგეთში, ერთ-ერთ რესტორანში ყოფნისას ბრალდებულს მეგობართან ერთად შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც დანებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენეს. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჯგუფურად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ტარდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დანაშაულის ჩამდენი მეორე პირის ადგილსამყოფლის დადგენის და დაკავების მიზნით“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1778246208
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში არ მოხდეს უფლებამოსილების გადამეტება
მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, რომელიც იმ დღეებში იცავდა საკუთარ ქვეყანას „მაიდნისგან“. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ქვეყნის დაცვა გულისხმობს უმაღლეს პასუხისმგებლობას და მნიშვნე...
1778245047
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ჰერჩინსკი თავდასხმით არის დაკავებული ჩვენი გუნდის, ხელისუფლების მიმართ, თუმცა ერთი კვირის წინ, მან უკვე ყოველგვარი თავხედობის ზღვარი დაარღვია და პირდაპირ ქართველ ხალხს დაესხა თავს
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი პირდაპირ ესხმის თავს საქართველოს ხელისუფლებას. მაჭავარიანის თქმით...
1778244295
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: ურთიერთობებს როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი - ქართული ინტერესების გათვალისწინება
ურთიერთობებს როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებთან, თავად ევროკავშირთან, როგორც გაერთიანებასთან, აქვს ერთი საერთო რეცეპტი, ქართული ინტერესების გათვალისწინებით და შემდეგ ყვ...
1778244015
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე გიორგი უძილაურზე: ვთხოვ უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ
შემიძლია, ვთხოვო უსაფრთხოების სამსახურს და მის ხელმძღვანელს, რომ უახლოეს საათებში გამოაქვეყნოს მოკლე ვიდეო, სადაც იქნება აღწერილი, როგორ იღებს კონკრეტული ადამიანი დირექტივებს მისი ინსტრუქტაჟის შესახებ...
1778243732
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციაში ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე უცხო ქვეყნის სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. როგო...


























