ტაილანდის სამეფოს დელეგაცია საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნო

 ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციას უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა სხვადასხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებზე, მათ შორის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ადმინისტრაციამ ტექნოლოგიური ინტერვენციის პროცესში დააგროვა.

საარჩევნო ადმინისტრაციის სტრუქტურა, ინკლუზიური საარჩევნო გარემო, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება არჩევნებში, ამომრჩეველთა ინფორმირება, მედიასთან და ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია, დეზინფორმაციასთან დაკავშირებული საკითხები - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გავმართე ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობით დელეგაციასთან, სადაც განვიხილეთ საქართველოში არჩევნების ადმინისტრირება და მასთან დაკავშირებული გამოცდილება. ასევე ვისაუბრეთ ტექნოლოგიების გამოყენებასთან და დეზინფორმაციის მართვის სტრატეგიებთან დაკავშირებით. შევთანხმდით დელეგატებთან სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე, ისევე როგორც სხვადასხვა საარჩევნო აქტივობებში ორი ქვეყნის წარმომადგენლების ჩართულობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ აღნიშნული შეხვედრის მნიშვნელობასა და მსგავსი ტიპის შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრა ტაილანდის სამეფოს წარმომადგენლობითი დელეგაციის წევრმა აპივან საქსესმა - „გულწრფელად მადლიერები ვართ ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენთვის პატივია აქ ყოფნა. ბევრი რამ გავიგეთ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისგან. ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ თქვენი საინტერესო გამოცდილების საფუძველზე შემდგომი ნაბიჯები გადავდგათ განვითარებისკენ. თავმჯდომარის პრეზენტაცია იყო ძალიან ინფორმაციული. ისეთი ცოდნა მივიღეთ, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ადმინისტრირების გაუმჯობესებისთვის გამოვიყენებთ“.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილი დეზინფორმაციის რეესტრისა და ზოგადად დეზინფორმაციასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე. აღნიშნულის შესახებ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია ცესკოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომელმა ქეთევან ქარენაშვილმა გააცნო.

ტაილანდის სამეფოს მეფე პრაჯადჰიპოკის ინსტიტუტის წარმომადგენლობით დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები, სენატორები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შედიან, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764064455

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება

23-24 ნოემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი, სადაც საქართველოს პარლამენტმა ბულგარეთისგან შემდეგ...

შალვა პაპუაშვილი

1764062777

ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...

სასაზღვრო პოლიცია

1764062682

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა პირობებით იქნება მშვიდობა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის

პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, - განუცხადა ჟურნალისტებს...

შალვა პაპუაშვილი

1764062215

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზაფხულში ჩვენ ვუმასპინძლებთ PABCEC-ს და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები

„მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1764062164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამე...

შალვა პაპუაშვილ