კახა კალაძე: ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს კომპენსაციას მისცემენ
დედაქალაქის მერის განცხადებით, მას მოლოდინი არ აქვს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელს სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ კომპენსაციას მისცემენ.
მისი თქმით, მართალია ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში პროცესი მოიგო, მაგრამ როგორც წინა შემთხვევებში იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული, სავარაუდოდ ამჯერადაც იგივე მოხდება.
„ბიძინა ივანიშვილმა ყველა ინსტანციაში გაიმარჯვა, თუმცა, აღსრულება არ ხდება. ვიცით, რომ უკვე დიდი ხანია მსოფლიოში არაფორმალური მმართველობაა და სწორედ მათ მიერ ივანიშვილის და მისი ოჯახის პოლიტიკური ნიშნით შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს. რასაც ვხედავთ, ეს არის 21-ე საუკუნის ყველაზე დიდი ყაჩაღობა. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მაგრამ მე არანაირი იმედი არ მაქვს, რომ განაჩენის აღსრულება მოხდება. ამის თქმის საფუძველს მაძლევს არაფორმალური მმართველობის დამოკიდებულება ქვეყანასთან და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. ბატონ ბიძინას სანქციებიც ისე დაუწესა ამერიკულმა მხარემ, რომ არანაირი განმარტება და „კონკრეტიკა“ არ ყოფილა.
ამდენი ხანია საუბრობენ ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაზე, სანქციებთან მიერთებაზე და ა.შ. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა საკუთარი ინტერესების გასატარებლად ვერ გამოიყენეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ მედიასთან.
1764064455
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: საქართველოში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა გაიმართება
23-24 ნოემბერს, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეაზე ვიმყოფებოდი, სადაც საქართველოს პარლამენტმა ბულგარეთისგან შემდეგ...
1764062777
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,მაწიმის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შე...
1764062682
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა პირობებით იქნება მშვიდობა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის
პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, - განუცხადა ჟურნალისტებს...
1764062215
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ზაფხულში ჩვენ ვუმასპინძლებთ PABCEC-ს და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები
„მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...
1764062164
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ
ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამე...


























