ზურაბ ქადაგიძე: თავისუფალი მედია დემოკრატიის საფუძველია, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა

„როდესაც რადიკალიზმმა აზრი დაკარგა, რევოლუცია ჩავარდა, ექსტრემიზმმა თავი ამოწურა, აგენტოკრატების პატრონები მიხვდნენ, რომ კომპრომეტირებული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკაში ამინდს ვეღარასდროს შექმნიან. აბსოლუტურად განულებულია მათი რეიტინგი და მათმა პატრონებმა გადაწყვიტეს, რომ ავანსცენიდან რიგრიგობით ჩამოხსნილი აგენტოკრატები ახალი, კარგად ორგანიზებული მედიასინდიკატით ჩაანაცვლონ“, - განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, ამ დღეებში საზოგადოებამ იხილა უცხო ქვეყნის პირდაპირი პოლიტიკური ინტერვენცია მედიასინდიკატის მეშვეობით, რაც არის ყველაზე ძვირად ღირებული საინფორმაციო სპეცოპერაცია საქართველოში.

„ბრიტანულმა და ევროპულმა ფონდებმა 22 მედიასაშუალება დააფინანსეს 17.5 მილიონი ლარით.
საქართველოში არასოდეს დაფინანსებულა მსგავსი მასშტაბის საინფორმაციო ქსელი, რომლის მთავარი მიზანი არის მუდმივი კრიზისის, დაძაბულობისა და რეალობის დამახინჯების შექმნა.

ეს არის გრძელვადიანი ზეწოლის ტექნოლოგია, სადაც მედიას იყენებენ არა როგორც თავისუფალ ინსტიტუტს, არამედ როგორც პოლიტიკურ იარაღს. იმიტომ, რომ ხელოვნურად შექმნილი პროტესტი, მისი მუდმივი შენარჩუნება და სახელმწიფოს დელეგიტიმაციის მცდელობა მათთვის ერთადერთი ინსტრუმენტია გავლენის შესანარჩუნებლად.
როდესაც ერთი მცირე ჯგუფი იღებს კოლოსალურ ფინანსურ რესურსს და ამ რესურსს მიმართავს არა ჟურნალისტიკაში, არამედ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, ეს უკვე აღარ არის მედია. ეს ჩრდილოვანი მართვის სინდიკატია“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს უძლებს ისეთ წნეხს, რომელსაც თავის დროზე ევროპის ბევრმა ქვეყანამ ვერ გაუძლო.

„ჩვენ არ ვზღუდავთ თავისუფალ მედიას – თავისუფალი მედია არის დემოკრატიის საფუძველი, მაგრამ ჩრდილოვანი მმართველობა, ფსევდოღირებულებები და თავისუფალ მედიას ამოფარებული საინფორმაციო ტერორიზმი, ლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინებაა.

ამ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა ქართული საზოგადოების და სუვერენიტეტის დაცვა თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. ახალი პოლიტიკური გზამკვლევი უნდა შევქმნათ ზოგიერთი უცხო ქვეყნის საელჩოს, ფონდისა, თუ საერთაშორისო აქტორისთვის განმარტებითი ბარათის თვალსაზრისით, რომ საქართველოზე პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეულ პარლამენტში და არა მოსკოვში, თუ სხვადასხვა ჩრდილოვან დერეფნებში“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764062682

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს. რა პირობებით იქნება მშვიდობა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია. ფაქტია, უკრაინის ხელისუფლებას დღეს არჩევანი აქვს ცუდსა და უარესს შორის

პირველი, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინაში მშვიდობა დამყარდეს, რა პირობებით იქნება ეს მშვიდობა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უკრაინის და უკრაინის ხელისუფლების გადასაწყვეტია, - განუცხადა ჟურნალისტებს...

შალვა პაპუაშვილი

1764062215

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ზაფხულში ჩვენ ვუმასპინძლებთ PABCEC-ს და შესაძლებლობა გვექნება შევაჯამოთ ჩვენი თავმჯდომარეობის შედეგები

„მომდევნო 6 თვის განმავლობაში საქართველო შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეას უხელმძღვანელებს“, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პა...

შალვა პაპუაშვილი

1764062164

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ჩამოყალიბდეს ნატო, რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ღია კარში ვდგავართ, ორპირ ქარში, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება მიიღონ

ჩამოყალიბდეს ნატოს რა უნდა. ასე ბუნდოვანებაში და გაუგებრობაში რომ ჰყავს მთელი ერები, ეს არის სწორედ მიუღებელი. ქართველი ხალხი აღარ არის ისეთი მიამიტი, რომ ლამაზი სიტყვები დაიჯეროს, - განუცხადა პარლამე...

შალვა პაპუაშვილ

1764061374

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „დრამაქუინობს“ ზურა გირჩი ჯაფარიძე, როდესაც საუბრობს იმაზე, რომ შესთავაზეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება და ახედა ცას, ჩაფიქრდა და მიიღო გადაწყვეტილება უარი ეთქვა

შალვა პაპუაშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმის შესახებ, თითქოს ზურა გირჩი ჯაფარიძეს საპატიმროს ვადაზე ადრე დატოვება შესთავაზეს, რაზედაც მან უარი თქვა. პარლამენტის თავმჯდომარე განმარ...

შალვა პაპუაშვილი

1764060756

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს - ესენია 6.5-მილიარდიანი ინვესტიცია და უმაღლესი განათლების რეფორმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ხვალ პარლამენტი ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს 2 თემასთან დაკავშირებით მოუსმენს, ესენია 6.5-მილიარდიანი ინვეს...

შალვა პაპუაშვილი