პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებს 29,7367 გრამ „მეთადონს“ (ფუძე), 35 პაკეტად დაფასოებულ „ალფა-პვპს“ (α-PVP) და 21, 27 გრამ „გამომშრალ მარიხუანას“.

ბრალდებულებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები დააფასოვეს და რეალიზაციის მიზნით სხვა და სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ბრალდებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დასაფასოებლად საჭირო სხვადასხვა ნივთები. ერთ-ერთმა ბრალდებულმა დაკავებისას პოლიციელს წინააღმდეგობა გაუწია და მასზე ფიზიკურად იძალადა.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა), 260-ე კვარტა მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) და 353-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761927268

ახალი ამბები

ბექა ოდიშარია: მოთხოვნა ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაზე მზარდია და მუნიციპალიტეტის ეს შეთავაზება მოსახლეობამ უნდა გამოიყენოს

„ნამდვილად ვერ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თქვათ, თითქოს თბილისი არ არის უსაფრთხო ქალაქი, ან არ არის სინათლის ქალაქი, მიუღებელია ასე საუბარი. ასევე მიუღებელია თქვენი ქსენოფობიის ზღვარზე გავლილი განცხ...

ბექა ოდიშარია

1761926121

სპორტი

მათე გოგობერიშვილი 23-წლამდელთა შორის ევროპის ვიცე-ჩემპიონია

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ძიუდოს ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატი მიმდინარეობს, რომელზეც მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ძიუდოისტმა ფინალამდე თურქი იუნუს ემრე უსუნბო...

მათე გოგობერიშვილი

1761924100

ახალი ამბები

ლევან ჟორჟოლიანი: 10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ამ სტრატეგიიდან გამომდინარე

10-წლიან სტრატეგიაში მკაფიო მიზნები იქნება განსაზღვრული, თითოეულმა უწყებამ რა მიზანს უნდა მიაღწიოს კონკრეტული წლისთვის, ამის შემდეგ გაიწერება კონკრეტული სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტის დაგეგმვაც მოხდება ა...

ლევან ჟორჟოლიანი

1761922478

ახალი ამბები

კონსტანტინე ზარნაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ჩვენს სამშობლოს ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალო ოთხი წელი ამ ქალაქისთვის საუკეთესო იქნება. ის პოლიტიკური სარეველა კი, რომელიც ჩვენს სამშობლოს ბოლო პერიოდის განმავლობაში ახრჩობს, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და ეს ქვე...

კონსტანტინე ზარნაძე

1761921508

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 31 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7127 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7139 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ბიზნესი