პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელმა პირებმა საბაჟო გადასახდელების გადახდის გარეშე, საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით და საბაჟო კონტროლისგან მალულად განკარგეს შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საბაჟო რეზერვუარებში შენახული, საბაჟო კონტროლის ქვეშ მოქცეული, 15 000 000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების, 10 762.238 ტონა ნედლი ნავთობი, რამაც სახელმწიფოსათვის 3 000 000 ლარამდე ოდენობის ზიანი გამოიწვია.

ბრალდებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით წარედგინათ (საბაჟო წესების დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ორგანიზებული ჯგუფის მიერ), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით უკვე მიმართა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765031340

ახალი ამბები

მაჭავარიანი „ფარას“ დოკუმენტზე: არაერთხელ გვინახავს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ლობისტურ კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, ხშირ შემთხვევაში იკვეთებოდა, რომ რეზოლუციის ტექსტი მიწოდებული იყო კონკრეტული ლობისტური კომპანიიდან

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის უცხოელი აგენტების რეესტრის გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტთან დაკავშირებით ჟურ...

ლევან მაჭავარიანი

1765030878

სპორტი

ეთერ ლიპარტელიანი ტოკიოს „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს პრიზიორია

იაპონიაში ტოკიოს „გრანდ სლემი“ მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა ( 57 კგ) პრესტიჟულ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ფრანგი სარა ლეონ სისიკი დაამ...

ეთერ ლიპარტელიანი

1765029894

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი BBC-ის ფილმზე: დაველოდოთ, მორიგ ჯერზე რას შემოგვთავაზებენ რადიკალები. სავარაუდოდ, მათი მომდევნო მესიჯი იქნება, რომ თითქოს, ურანის გამდიდრებით არის ჩვენი ხელისუფლება დაკავებული

სუსის გამოძიებითაც დადასტურდა ის, თუ რა აბსურდის თეატრი შემოგვთავაზეს ჩვენმა რადიკალებმა და ამ შემთხვევაში BBC ჰყავდათ ამ ყველაფერში ჩართული, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებ...

ლევან მაჭავარიანი

1765028612

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად - ეს არის ადამიანი, რომელმაც შსს მუნდირს უღალატა

სუსმა დაადასტურა, რომ შერგელაშვილის განცხადება კამიტთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რომელიც მიზანმიმართულია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენასთან, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარ...

არჩილ გორდულაძე

1765027007

ახალი ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე: უცხოური სპეცოპერაცია კოდური სახელწოდებით „ბუმბულგაცვენილი თუთიყუში” ჩაიშალა, სუსის ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღეს გამართული ბრიფინგით ყველაფერს ნათელი მოეფინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია და შესაბამისად, ვერც ვერასდროს გამოიყენებდა პირველი მსოფლიო ომის დრ...

გიორგი ჩაკვეტაძე