ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე იმსჯელეს სარწყავი სისტემების მდგომარეობასა და არსებულ საჭიროებებზე. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგებისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
„საქართველოს მელიორაცია ინტენსიურად მუშაობს ქვეყნის მასშტაბით ირიგაციის სისტემების მოდერნიზაციისა და გაფართოების მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, თითოეულ რეგიონში უზრუნველვყოთ ისეთი პირობები, რომელიც მორგებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ამ პროცესში თვითმმართველობებთან თანამშრომლობა გადამწყვეტ როლს თამაშობს“, - აღნიშნა გიგლა თამაზაშვილმა.
სამუშაო შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.
შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც „საქართველოს მელიორაციის“ კომერციული და ტექნიკური დირექტორები და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ.
1756101827
ახალი ამბები„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული კამპანია დაიწყო
ახალგაზრდული კამპანია 2025 დაიწყო. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, თბილისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრები გაიმართა, სადაც სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის წინასაა...
1756099995
ახალი ამბებიზუკა რურუა: ბატონ მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებას, დარწმუნებული ვარ, ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბევრად უფრო ეფექტიანი გახდება
„ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძის კანდიდატურას აფასებს. მას მიაჩნია, რომ მდინარაძე, თავისი გამოცდილებიდან გამომდინა...
1756099209
საზოგადოებათუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თუშეთში, წოვათის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ინფორმაც...
1756098331
მსოფლიორუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალეს
რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები მორიგ ჯერზე გაცვალეს. გაცვლა 146 +146 ფორმატით შედგა. უკრაინული მხარის განცხადებით, გათავისუფლებულებს შორის მარიუპოლისა და ჩერნობილის ატომური სადგურის მცველებიც არიან. სამშ...
1756066898
ახალი ამბებიWelt - ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია
„ევროკავშირში თითქმის ყოველი მესამე ქალი (30%) 15 წლის ასაკიდან ძალადობის მსხვერპლია“, - წერს გერმანული გამოცემა Weltევროპარლამენტის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით და დასძენს, რომ პრობლემა კვლავ ფართოდ გა...