მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„სტანდარტული სამუშაო განრიგისგან განსხვავებით, მეტროსადგური მუშაობას 07:00 საათზე დაიწყებს და 23:00 საათზე დაასრულებს. რაც შეეხება სხვა მეტროსადგურებს, ისინი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

გარდა ამისა, მგზავრების სწრაფი და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით, შეიცვლება ესკალატორების მიმართულება და ჩამსვლელი მგზავრები მარცხენა ესკალატორით ისარგებლებენ, ნაცვლად მარჯვენა ესკალატორისა, ხოლო ამომსვლელი მგზავრები სადგურის დატოვებას მარჯვენა ესკალატორით შეძლებენ“, - აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, მეტროსადგურმა „ვარკეთილმა“ მომსახურება 12 ივლისს შეწყვიტა, რა დროსაც განხორციელდა დახრილი გვირაბის თუჯის სამაგრებისა და ქვედა ბაქნის რკინაბეტონის თაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, აღნიშნული მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756115095

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრ...

დავით ჩიხელიძე

1756113240

ახალი ამბები

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1756111617

ახალი ამბები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...

პროფესიულ საგანმანათლებლო

1756109029

ახალი ამბები

ვინ არის ბექა კობახიძე? - ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ბექა კობახიძე, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. რ...

ბექა კობახიძე

1756108868

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწა...

საგამოძიებო სამსახური