ვინ არის ბექა კობახიძე? - ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ბექა კობახიძე, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობა წერს, „უწყვეტი ტრადიციით ევროპისკენ“ არის ვიდეოების სერია, რომელშიც ისტორიკოსი ბექა კობახიძე გვიყვება იმ ეპიზოდების შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროპის მიერ ერთად გავლილი საუკუნოვანი გზის ნაწილია“.

ვინ არის ბექა კობახიძე, რომელიც ევროკავშირმა ქართული საზოგადოებისთვის სპიკერად აირჩია? - ქართულ მედიასივრცეში მრავლად მოიპოვება კობახიძის განცხადებები, სადაც ნათლად ჩანს მის მიერ ოპოზიციური რადიკალური დღის წესრიგის მხარდაჭერა და წახალისება.

2023 წლის გაზაფხულზე მიმდინარე ძალადობრივი აქციების დროს, კობახიძე წერდა: „დღეს აქციის მონაწილეთა ნებისმიერი მოქმედება და გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. რაც უფრო შორს წავა ბრძოლა, ქვეყნისთვის უკეთესი“.

ის ასევე 2021 წელს აფასებდა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის დროს გამოცხადებულ შიმშილობას და მისი შემდგომი განვითარების სცენარს ასე ასახავდა: „რვა წელი საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, უფუნქციოდ ყოფნის შემდეგ, ის მზად არის ან დაბრუნდეს პოლიტიკაში ან მოკვდეს და ეს იყოს წამებულის სიკვდილი. ბოლომდე, გონების დაკარგვამდე იშიმშილებს, ეჭვი არ მეპარება. მგონია, რომ პატრიარქსაც შეუგზავნიან და აქ უკვე არ ვიცი რას იზამს, პატრიარქზე უარის თქმას ჩათვლის უფრო მომგებიან ნაბიჯად თუ იმის წარმოჩენას, რომ პატრიარქი მასზე ზრუნავს და ის „პატრიარქის შვილია“? ვნახოთ...“.

კობახიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა, ვინაიდან „ხალხი მძევლად ჰყავდათ აყვანილი და ას-ას ლარს ურიგებდნენ“, მმართველმა გუნდმა კი „ქვეყანა დასავლეთს გადაკიდა“.

გარდა იმისა, რომ ბექა კობახიძე მიიჩნევს, რომ „სახელმწიფო „ოცნებამ“ მიიტაცა, ის თვლის, რომ „ეკლესია შიო-ჯაღმაიძის პრორუსულ ჯგუფს“ აქვს მიტაცებული.

შესაბამისად, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში სპიკერად აირჩია ადამიანი, რომელიც ქვეყანაში ძალადობრივი აქციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელია, არ აღიარებს არჩევნებს და საზოგადოებას აჯანყებისკენ მოუწოდებს. ევროკავშირის მიერ ბექა კობახიძესთან აქტიური თანამშრომლობა ყველა იმ ქმედებისა და განცხადების წახალისებას ნიშნავს, რასაც მის განცხადებებში ვხვდებით.

ევროკავშირი, კობახიძესთან თანამშრომლობით, ყველა მის რადიკალურ ნაბიჯს იზიარებს და ამ ქმედებებზე თავადაც იღებს პასუხისმგებლობას.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1756115095

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრ...

დავით ჩიხელიძე

1756113240

ახალი ამბები

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....

პროკურატურა

1756111617

ახალი ამბები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...

პროფესიულ საგანმანათლებლო

1756108868

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწა...

საგამოძიებო სამსახური

1756107166

ახალი ამბები

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინ...

მეტროსადგურ „ვარკეთილის“