საგამოძიებო სამსახურმა სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე გ.ლ. და შ.გ. დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც ქ. თბილისში ესაჭიროებოდა სამშენებლო ნებართვის მიღება, დაარწმუნეს, რომ თითქოსდა გ.ლ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციას და თავისი სამსახურებრივი სტატუსიდან გამომდინარე, დაეხმარებოდა ქ. თბილისის მერიის მიერ, დროის უმოკლეს მონაკვეთში მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემაში, რის სანაცვლოდაც ჯამში მოითხოვეს 70 000 აშშ დოლარი.
2025 წლის 22 აგვისტოს, ბრალდებულებმა მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს 10 000 აშშ დოლარი, რომლის გადაცემისთანავე მოხდა მათი დაკავება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1756115095
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში
საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით. ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული „პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის“ ფარგლებში, წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრ...
1756113240
ახალი ამბებიპროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს....
1756111617
ახალი ამბებიპროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყება
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2025 წლის 1-ელ სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამი...
1756109029
ახალი ამბებივინ არის ბექა კობახიძე? - ძალადობრივი აქციების ორგანიზატორი, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სპიკერად იყენებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, რომელშიც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, ბექა კობახიძე, საუბრობს საქართველოს პირველ რესპუბლიკაში ევროპული განათლების შესახებ. რ...
1756107166
ახალი ამბებიმეტროსადგური „ვარკეთილი“ 26 აგვისტოდან მგზავრთა მომსახურებას განაახლებს
მეტროსადგური „ვარკეთილი“ ხვალიდან მგზავრთა მიღებაზე გაიხსნება, თუმცა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, სადგური მგზავრებს შეცვლილი სამუშაო განრიგით მოემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინ...