გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ის შეურაცხმყოფელი და უსამართლო ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებდა
„რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობაზე, პარტნიორობაზე და ვამბობდით, ვასალობა და მონური დამოკიდებულება დაუშვებელია“, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ემანუელ მაკრონი დღეს საუბრობს, ამერიკა რატომ ერევა საფრანგეთის სუვერენიტეტში, რატომ აყენებს ევროკავშირს შეურაცხყოფასო.
„მაკრონი ამბობს, რომ ჩინეთთან უნდა ძალიან დიდი სავაჭრო ურთიერთობები. ევროპა ამბობს, რომ უნდა ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უნდა გააფართოოს, ასევე ამბობს, რომ ამერიკა თურმე რატომ ერევა ევროპის შიდა საქმეებში. გამარჯობა, მეგობრებო. სამართლიანობა თქვენთანაც მოვიდა?! ჩვენ როცა ვამბობდით, პარტნიორული ურთიერთობა გვინდოდა და არა – ვასალური. სიტყვა ვასალური რომ ვახსენეთ, ევროკავშირის ბიუროკრატიაში მეორედ მოსვლა ატყდა. ახლა კი ყოველ მეორე დღეს ამბობენ, რომ ვასალობა თურმე კარგი არ ყოფილა. ევროკავშირს ახლა ის ემართება, რასაც სხვის მიმართ უსამართლოდ ახორციელებდა, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. ევროკავშირს ზუსტად იგივე უბრუნდება ბუმერანგის პრინციპით. რა შეურაცხმყოფელ, უსამართლო განცხადებებსაც და ქმედებებსაც ახორციელებდნენ ევროკავშირი, მისი ქვეყნების ზოგიერთი ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში, უკან იგივე უბრუნდებათ. როდესაც უსამართლოდ შენზე უფრო მცირე ქვეყანას ჩაგრავ, ემუქრები და უკანონოდ გინდა, იქ ხელისუფლებები შეცვალო, რა თქმა უნდა, სამართლიანობის და კანონზომიერების პრინციპი არსებობს და იგივე მიუბრუნდა. ევროკავშირში იმას იმკიან, რა უსამართლობაც დათესეს საქართველოსთან მიმართებაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ევროკავშირი რუსეთთან მოლაპარაკებებს უკვე იწყებს.
„კითხვა მაქვს „ნაცმოძრაობის“ ფილიალებთანაც, ვითომ ვიღაცებმა ჩელიაბინსკში რომ გაიღვიძეს. მერცმა გითხრათ, ჩელიაბინსკი ევროპა ყოფილა, თუ აუდიო და ვიდეო ჩანაწერი გამოგიგზავნოთ? თავად მაკრონმა ჯერ გვითხრა, თბილისამდე ევროპა არ არის შორიო, მერე გადაიფიქრა და მაინც მოგვცეს კანდიდატის სტატუსი. რუსეთთან უკვე იწყებენ მოლაპარაკებებს. ანტიევროპული თუ ანტიამერიკული განცხადებაა, ტრამპი როდესაც ამბობს, ევროკავშირი არაფერი არ არის, მაკრონს ვინ ეკითხება, წარმავალიაო? საქართველოს გაცხადებული სურვილი აქვს, პარტნიორული ურთიერთობები გვინდა ყველა ცივილიზებულ ქვეყანასთან, მაგრამ მხოლოდ სუვერენიტეტის შენარჩუნების და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე. ევროპასა და აშშ-ს შორის საქმე ისე მიდის, კამათი გადაიზარდა დაპირისპირებაში და შეიძლება, გაშველება იყოს საჭირო. ჩინეთთან ურთიერთობის ისტერიკას რაც შეეხება, ესეც კარგად გვახსოვს. ახალა ჩინეთი აღარ არის დიქტატორული სახელმწიფო, როცა ევროპის სახელმწიფოს მეთაურები ამბობენ, რომ ჩინეთთან ურთიერთობები უნდა გააღრმაონ და თავად აშშ აღრმავებს ურთიერთობებს?“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
1768983260
მსოფლიოReuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...
1768981931
ახალი ამბები„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი“ - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1768980163
ახალი ამბებირა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დ...
1768978508
ახალი ამბებიბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებ...
1768977881
ახალი ამბებიტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების...






























