ლევან მახაშვილი: მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას.
„გამოვკვეთთ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამ ფასების წარმოქმნაში და, რაც ყველაზე მთავარია, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო.
ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს იყო მათი მოთხოვნაც და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებული ვართ, ეს საკითხი ბოლომდე შევისწავლოთ, გავასწოროთ, თუ რამეა გასასწორებელი საკანონმდებლო კუთხით თუ არსებული პრაქტიკით, გამოვიძიოთ, თუ რამეა გამოსაძიებელი - ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რამდენიმეთვიანი პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი არის ფასების შემცირება იმ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აღელვებს ჩვენს მოსახლეობას და ყველა ჩვენგანს“, - აცხადებს მახაშვილი.
1768983260
მსოფლიოReuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...
1768981931
ახალი ამბები„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი“ - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...
1768980163
ახალი ამბებირა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დ...
1768978508
ახალი ამბებიბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებ...
1768977881
ახალი ამბებიტყიბულის ერთ-ერთ რესტორანში შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების...





























