როგორ ასაღებდნენ უცხოელი აქტორები ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმრად, რომელმაც ყველა წარდგენილი ბრალდება აღიარა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე თერთმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე პატიმრობიდან გათავისუფლდა.
პროკურატურის ცნობით, ბაჩიაშვილმა სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე.
გავიხსენოთ, თუ რა განცხადებებს აკეთებდნენ უცხოელი აქტორები გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით და როგორ ცდილობდნენ, ის პოლიტიკურ პატიმრად წარმოეჩინათ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების საქმეზე მტკიცედ აცხადებდა, რომ „გიორგი ბაჩიაშვილის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დარტყმაა ქართული დემოკრატიისთვის“. შაჰინის განცხადებას არ ჩამორჩა აშშ-ის „ჰელსინკის კომისია“, რომელმაც ხელისუფლება ტოტალურ თავდასხმაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „საქართველოს დეფაქტო მთავრობა თავს ესხმის ყველას, ვინც დემოკრატიისთვის ბრძოლას ბედავს. ეს ამის კიდევ ერთი მაგალითია“.
ეს საკითხი არც გერმანიის ელჩისთვის პეტერ ფიშერისთვის დარჩენილა ყურადღების მიღმა, რომელმაც შეშფოთება გამოხატა და აღნიშნული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულ ანგარიშსწორებად მიიჩნია.
„გერმანია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებულები არიან იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ძალიან ვწუხვართ საქართველოსა და ევროკავშირის დაშორებით, რომელიც საქართველომ გამოიწვია და არა ევროკავშირმა. დღესაც კი ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, ყოველდღიურად გვაქვს მძიმე ამბები საქართველოდან, ვგულისხმობ გიორგი ბაჩიაშვილის ამბავს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი შეშფოთების საგანია“, - აღნიშნა ფიშერმა.
იგივე რობერტ ამსტერდამი, „ამსტერდამ და პარტნიორების“ LLP-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, რომელიც ბაჩიაშვილის საერთაშორისო ადვოკატია, მიიჩნევდა, რომ გადაწყვეტილება უსამართლოა და აღნიშნული საკითხი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი და პოლიტიკური ინტერესის საგანს წარმოადგენდა.
„ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ღრმად უსამართლოა, მაგრამ გასაკვირი არ არის იმ ქვეყანაში, სადაც სასამართლო პოლიტიკური ძალაუფლების ტყვეობაშია. თავიდანვე გიორგი ბაჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ წარმართული უსაფუძვლო დევნის სამიზნე იყო, რომლის შედეგიც წინასწარ იყო განსაზღვრული. მტკიცებულებები არ არსებობს და გზავნილი ნათელია: ივანიშვილის საქართველოში არავინ არის დაზღვეული პოლიტიკური დევნისგან“, - აღნიშნავდა ის.
ამასთან, ამ თემას სტატია მიუძღვნა ბრიტანულმა გამოცემამ -The Guardian, რომელიც წერდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი მილიარდერი პოლიტიკოსის „ვენდეტის“ მსხვერპლი გახდა.
ზემოხსენებული განცხადებები ცხადყოფს, რომ მათი გზავნილები ცრუ ნარატივებზეა აგებული, რათა მიზანმიმართულად მოხდეს არსებული რეალობის დამახინჯება და საზოგადოებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი ბრალდებების ფონზე, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ დანაშაულის აღიარების ფაქტს უცხოელი დიპლომატების მხრიდან არავითარი რეაგირება არ მოჰყოლია.
1771490791
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: ყველა იტყუებოდა, როცა გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტპატიმარი“
„ყველა იტყუებოდა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „...
1771489896
ახალი ამბებიმიხეილ სააკაშვილი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ყულევის პორტის დასანქცირებას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას. ეს არის...
1771489730
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ
„სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში არის რთული და მას სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მო...
1771488125
ახალი ამბებიდიმიტრი ხუნდაძე: გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას კრძალავს, უნდა გადაიხედოს
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვა...
1771487348
ახალი ამბებილატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდ...































