არჩილ გორდულაძე: ყველა იტყუებოდა, როცა გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტპატიმარი“
„ყველა იტყუებოდა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტიკური პატიმარი“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის გათავისუფლებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ბაჩიაშვილი დარწმუნდა, რომ პასუხისმგებლობისგან გაქცევა წარმოუდგენელი იყო, გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა და შესაბამისად, მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა.
„დიფ სთეითის“ წარმომადგენლებს თუ მათ მართულ ადამიანებს, ყოველთვის აქვთ სურვილი, რომ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები წარმოაჩინონ როგორც პოლიტიკური საქმეები და შემდეგ ეს თავიანთი შავბნელი მიზნებისთვის გამოიყენონ, რასაც, მათ შორის, ჩვენს ქვეყანაში ყველაფერზე ხელმომწერი აგენტურის წარმომადგენლებიც ცდილობენ. ზუსტად ეს არის, რომ როდესაც ერთი კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ასეთი ამბავი ატეხეს, საბოლოო ჯამში დარჩა ისევ და ისევ იმად რაც იყო - ეს არის ერთი კონკრეტულის სისხლის სამართლის საქმე. ყველა იტყუებოდა, ყველა ცრუობდა, როდესაც ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც ბაჩიაშვილის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს ხაზს უსვამს, რომ BBC-ის ფილმი სრული დეზინფორმაციით არის აღსავსე და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე თავდასხმის ერთ-ერთ საფუძვლად იქნა გამოყენებული შემდეგში“, - განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა პენიტენციური დაწესებულება 18 თებერვალს დატოვა. პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბაჩიაშვილმა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაული აღიარა, აანაზღაურა ზიანი და გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავა. ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში. მას ამ საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ბაჩიაშვილი მსჯავრდებული იყო კიდევ ერთ საქმეზე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს. მას სასჯელის სახით 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
ასევე, გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე ბრალდება საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
1771487348
ახალი ამბებილატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს. აღნიშნული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო „ექსკლუზივს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდ...
1771486230
ახალი ამბებიმებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით, თბილისის აეროპორტში ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი „თბილისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრ...
1771485582
ახალი ამბებისაქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პასუხისგებაში მიცემულია 29 პირი - სუსი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად 13 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე, დაკავებული და პა...
1771483610
ახალი ამბები„ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა და სქესობრივ კავშირს სთავაზობდა“ - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებ...
1771482901
ახალი ამბებისამართალდამცველებმა რუსთავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიე...































