ვახტანგ ცინცაძე: ექსპორტის ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე

2026 წლის იანვარში ექსპორტის მოცულობა 19%-ით გაიზარდა და 480 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებელს, ის 68%-ით, 313 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტის აღნიშნული ზრდა და მოცულობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იზრდება საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მოცულობა და კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ბაზრებზე.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, აღნიშნულს ხელს უწყობს სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკა, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის ზრდის კუთხით.

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, აღნიშნულ ტენდენციას ასევე ხელს უწყობს ის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რაც საქართველოს აქვს.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ექსპორტის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გაგრძელდება და აღნიშნული აისახება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე. შესაბამისად, ჩვენ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს როგორც ეკონომიკური ზრდის მიმართულებით 2026 წელს, ასევე სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრების კუთხით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771491999

ახალი ამბები

გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე: სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი - რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრებია არავის დედამიწაზე

გიორგი გამსახურდია, სოციალურ ქსელში ეხმიანება „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია 2015 წლით დათარიღებულ „სქრინზე“, რომელიც ელისო კილაძემ 2025 წელს მამუკა მდინარაძის „მხილებისთვის“ გა...

გიორგი გამსახურდია

1771490791

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: ყველა იტყუებოდა, როცა გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „პოლიტპატიმარი“

„ყველა იტყუებოდა, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებდა, მათ შორის, BBC-ის წარმომადგენლებიც ცრუობდნენ იმ ავადსახსენებელ ფილმში, სადაც მის სახელსა და გვარს ლაიტმოტივად გასდევდა როგორც „...

არჩილ გორდულაძე

1771489896

ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ყულევის პორტის დასანქცირებას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „მტკიცედ ვუჭერ მხარს ყულევის პორტის დასანქცირებას. ეს არის...

პოლიტიკოსი

1771489730

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა იმისათვის, რომ როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩათვლის საჭიროდ საქართველოსთან ურთიერთობების ახალი ჩარჩოს შექმნას, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ

„სახელმწიფო მდივნის მხრიდან ცალსახად ითქვა, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც არსებობს საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში არის რთული და მას სჭირდება გადახედვა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მო...

მაკა ბოჭორიშვილი

1771488125

ახალი ამბები

დიმიტრი ხუნდაძე: გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანას კრძალავს, უნდა გადაიხედოს

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალა“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალური ქსელით ეხმიანება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომანქანების ქვეყანაში შემოყვა...

დიმიტრი ხუნდაძე