საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონლის გადმოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის წევრებმა, ერთ-ერთი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემები შეიტანეს და საქონლის საბაჟო ღირებულება 536 028 ლარის ნაცვლად 48 502 ლარით დაადეკლარირეს. აღნიშნული დეკლარაციის საფუძველზე, სატვირთო ავტომანქანით თურქეთიდან საქართველოში სხვადასხვა სახის საქონელი შემოიტანეს.
ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ დეკლარაციაში მითითებული საქონლის უმეტესი ნაწილის ნაცვლად აღმოჩნდა 536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელი, მათ შორის: სუნამოები, ჰიგიენის საშუალებები, ოთახის არომატიზატორები, სანტექნიკის ინვენტარი, ენერგეტიკული სასმელები, ტკბილეული და სხვა სახის პროდუქცია
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე.
საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებისა და დანაშაულის დამატებითი ეპიზოდების გამოვლენის მიზნით.
1768985780
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ის შეურაცხმყოფელი და უსამართლო ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებდა
„რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა...
1768985662
ახალი ამბებიეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4,690.2 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით. უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმი...
1768984440
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას. „გამოვკ...
1768983260
მსოფლიოReuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...
1768981931
ახალი ამბები„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი“ - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...



























