გოგა ხაინდრავა: „ფორმულამ“ გააკეთა სიუჟეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე იყო ნათქვამი. სარჩელს შევიტან სასამართლოში, მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე. გარდა ამისა შევქმნით ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან
„როდესაც ღმერთი ადამიანს სჯის, უგუნურს ხდის, ამის ყველაზე კარგი მაგალითია ეს „სიცრუის ფორმულა“, - განაცხადა კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულაზე“ საუბრისას.
ხაინდრავას თქმით, „ფორმულამ“ რამდენიმე კვირის წინ გააკეთა სიუჟეტი, სადაც მასზე ცილისწამება და სიცრუე იყო გაჟღერებული.
„რამდენიმე კვირის წინ მათ გააკეთეს სიუჟეტი ჩემზე, სადაც 16 სიცრუე და ცილისწამება იყო ნათქვამი. სარჩელს შევიტან სასამართლოში, მოვითხოვ პასუხს ამ ცილისწამებაზე. გარდა ამისა შევქმნით ფონდს, რომელიც დაიცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ მედია ტერორისგან და მედია ფაშიზმისგან.
წინა შაბათს ამ „სიცრუის ფორმულამ“ გააკეთა სიუჟეტი, სადაც დამაბრალა ისეთი რამ, რაც ნორმალურ ადამიანს თავში არ მოუვა. დააბრალო ქართველ კაცს, რომ მან ფულის საფასურად 2 000 ინდოელი და პაკისტანელი არალეგალურად შემოიყვანა საქართველოში და ამაში 4 მილიონი აიღო, უნდა იყო კეზერაშვილი ან თარგამაძე.
მე მინდა დავპირდე ამ სიცრუის ფორმულას, რომ მე დავამთავრებ მათ და არა მარტო მათ ბოროტებას. ვიქნები არა მარტო მე, არამედ ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, რომელიც გაერთიანდება ამ ფონდში და ყველანაირად დაიცავს საკუთარ თავს და ოჯახებს ამ ბოროტებისგან“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართავს და პასუხს მოითხოვს იმ ცილისწამებაზე, რომელიც მისივე თქმით, ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტში იყო. გოგა ხაინდრავამ ისაუბრა ფონდზეც, რომელიც როგორც თავად ამბობს, მიღებული კომპენსაციით შესაბამის დახმარებას გაუწევს ცრუ ბრალდებებით დაზარალებულ მოქალაქეებს.
1768988699
ახალი ამბებიარქეოლოგი მიხეილ მაჭავარიანის შვილზე: როდესაც ვადო მაჭავარიანი გაყალბებული არჩევნებზე ზღაპრებს გვიყვება, თუ უპასუხა ნეტავ მამამისმა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ფუძემდებელია ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული
„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ვინმე ვადო მაჭავარიანის ჩაწერილი ვიდეოები, რომელიც გამალებით ცდილობს მისი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ახალგაზრდობაში, წერს ვიდეოებს და მაქსიმალურად ცდილობს თავის დამ...
1768985780
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ბუმერანგის პრინციპით უბრუნდება ის შეურაცხმყოფელი და უსამართლო ქმედებები, რასაც საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებდა
„რაც დრო გადის, საფრანგეთის პრეზიდენტის, გერმანიის კანცლერის და ევროპელი ლიდერების განცხადებები სულ უფრო ემსგავსება „ხალხის ძალის“ 2-3 წლის წინანდელ ბრიფინგებს. ვსაუბრობდით სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა...
1768985662
ახალი ამბებიეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4,690.2 მილიონი დოლარი შეადგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით. უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმი...
1768984440
ახალი ამბებილევან მახაშვილი: მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას. „გამოვკ...
1768983260
მსოფლიოReuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს
აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...




























