არქეოლოგი მიხეილ მაჭავარიანის შვილზე: როდესაც ვადო მაჭავარიანი გაყალბებული არჩევნებზე ზღაპრებს გვიყვება, თუ უპასუხა ნეტავ მამამისმა, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ფუძემდებელია ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული

„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ვინმე ვადო მაჭავარიანის ჩაწერილი ვიდეოები, რომელიც გამალებით ცდილობს მისი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ახალგაზრდობაში, წერს ვიდეოებს და მაქსიმალურად ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც ნათელი მომავლის წარმომადგენლის ამ ქვეყანაში. დავაკვირდი და ვნახე, რომ საუბარია მიშა მაჭავარიანის შვილზე“, - წერს არქეოლოგი ქეთევან ტურიაშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ვარდენ (ვადო) მაჭავარიანი ოსტატურად მალავს მამამისს, ვინაიდან, ეს მორიგი პროექტია და „ზრდასრულ შვილებს გვაჩეჩებენ“, სახეცვლილად რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.

„ამ ბოლო დროს ხშირად მხვდება ვინმე ვადო მაჭავარიანის ჩაწერილი ვიდეოები, რომელიც გამალებით ცდილობს მისი პოლიტიკური პარტიის პოპულარიზაციას ახალგაზრდობაში, წერს ვიდეოებს და მაქსიმალურად ცდილობს თავის დამკვიდრებას, როგორც ნათელი მომავლის წარმომადგენლის ამ ქვეყანაში. დავაკვირდი და ვნახე, რომ საუბარია მიშა მაჭავარიანის შვილზე (2004 წლიდან 2012 წლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიშა მაჭავარიანზე ვსაუბრობ, ჯერ ჟვანიასთან რომ იყო შევარდნაძის მთავრობაში, შემდეგ ნინო ბურჯანაძესთან და შემდეგ სააკაშვილთან). დიახ, ვსაუბრობ ვარდენ (ვადო) მაჭავარიანზე, რომელიც ისე ოსტატურად მალავს მამამისს და მისი მშობლის ვინაობას, გეგონება ილია ჭავჭავაძის დარი საქმეები ჰქონდეს მამამისს ნაკეთები. გასაგებია რატომაც მალავს, ამას ახალგაზრდებისთვის ვამბობ, ჩვენ, მთელმა ქვეყანამ ვიცით ვინ არის მამამისი და რა უკეთებია. ახლა მაქვს ასეთი კითხვა, როდესაც ეს ბიჭი გულზე მჯიღს ირტყამს და გაყალბებული არჩევნების შესახებ ზღაპრებს გვიყვება, თუ უკითხავს ერთხელ მაინც ვინ არის მამამისი? ან რა უკეთებია? რა თქმა უნდა უკითხავს და თუ უპასუხა ნეტავ მამამისმა რომ ამ ქვეყანაში არჩევნების გაყალბების ფუძემდებელია მამამისი ხათუნა გოგორიშვილთან ერთად, შევარდნაძის დროიდან მოყოლებული. მაინტერესებს, როდესაც წამების ფაქტების შესახებ ზღაპრებს გვიყვება, თუ უკითხავს, მაშინ, როცა მამამისი მას სწავლის ფულს უხდიდა და როგორც იტყვიან „ჩიტის რძეს არ აკლებდა“ ხომ არ ხოცავდნენ შემთხვევით წამებით მის თანატოლებს და ოდნავ უფროსებს ოქროყანის ტყეში? ხომ არ აუპატიურებდნენ პატიმრებს გლდანის ციხეში? ხომ არ აბამდნენ მორგში ნაწამებ ხალხს გვამებზე? ხომ არ დასდევდნენ როინ შავაძის ცოლს მანქანებით რომ ქმრის დასაფლავებას არავინ არ დასწრებოდა? ხომ არ უკითხავს? ვინმე იტყვის არ უკითხავსო და დღეს რომ ერთ ამბავშია ეს ბიჭი, თუ ეუბნება მამამისი, რომ შვილო დამშვიდდი, არ მიცხოვრია მე ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებით... მაგრამ ვისგან რას ვითხოვთ, რა თქმა უნდა ეს მათი მორიგი პროექტია, ზრდასრულ შვილებს გვაჩეჩებენ, ახლა სახეცვლილად რომ მიაღწიონ თავიანთ მიზნებს, თითქოს დაიმალება და არავის არ ემახსოვრება არაფერი, მათი მიზანიც ეგ არის. და კიდევ, როდესაც ერთგულებაზე საუბრობ ძვირფასო ვადო, ერთი ძვირფას მამას ჰკითხე ვინ იყო მისი ზურაბ ჟვანია, რა მოხდა და რატომ იმალებოდა 2 წელი ყველა ეკრანიდან ძვირფასი მამა, როდესაც ის მოხდა ზურაბ ჟვანიას თავს, რაც მოხდა... ვაკვირდები და მაქსიმალურად ცდილობენ დამალონ წარმომავლობა და რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეიყვანონ შეცდომაში, ამიტომ ვწერ ამ სტატუსს და განზრახ არ ვაყენებ ამ ადამიანს შეურაცხყოფას, უბრალოდ ვამბობ, რომ როდესაც ზღაპრების მოყოლას გადაწყვეტ, ჩემო მეგობარო საზოგადოებისთვის, ჯერ ახლომახლო იკითხე, ვინმეს მამიკოს შემთხვევით საქართველოს ძირის გამოთხრაში და ქართველი ხალხის სულის ხდაში ხომ არ მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი. აქ კი მამამისის ბიოგრაფია შეგიძლიათ იხილოთ : https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_მაჭავარიანი“, - წერს ქეთევან ტურიაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768985662

ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო: 2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 4,690.2 მილიონი დოლარი შეადგინა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით. უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმი...

ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები

1768984440

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის  განცხადებით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას. „გამოვკ...

ლევან მახაშვილი

1768983260

მსოფლიო

Reuters: აშშ ნატოში დაახლოებით 200 თანამდებობის გაუქმებას გეგმავს

აშშ ნატოს რამდენიმე საკვანძო ცენტრში განთავსებული პერსონალის რაოდენობის შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას Reuters-ი სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, აშშ-ის გეგმა შეშფოთების საგანია ევ...

აშშ ნატოში

1768981931

ახალი ამბები

„ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი“ - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

1768980163

ახალი ამბები

რა ვითარებაა გზებზე - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,- ამის შესახებ საავტომობილო გზების დ...

მოძრაობა აკრძალულია