საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ხუთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის
ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის ხუთი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილემ გუგა თავბერიძემ განაცხადა.

თავბერიძის თქმით, გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი კომპანია საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე ახორციელებდა ვირტუალური აქტივების მომსახურებას, როგორც არალეგალური ოფისის, ასევე ე.წ. „საკურიერო“ სერვისის შეთავაზებით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახდენდა ასობით მილიონი ლარის ეკვივალენტი ვირტუალური აქტივების ტრანზაქციას, რითაც ჩართული იყო ქვეყანაში საერთაშორისო უკონტროლო ტრანზაქციების განხორციელებაში.

„გამოძიებით ასევე ირკვევა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები საქართველოში, სავარაუდოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, ავტომობილებით ახდენდნენ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოტანას და
ვირტუალური აქტივების შეძენას, რის შემდეგაც დაუსაბუთებელ ქონებას აძლევდნენ კანონიერ სახეს. მიუხედავად მსხვილი ოპერაციებისა, ფიგურანტ კომპანიასა და ფიზიკურ პირებს ბიუჯეტში თანხის გადახდა არ უფიქსირდებათ.

ქ. თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღნიშნული კომპანიის ოფისიდან ამოღებულია 371 000 აშშ დოლარი, სააღრიცხვო მონაცემები, დოკუმენტაცია და კომპიუტერული ტექნიკა. აგრეთვე, ამოღებულია ერთი ფიზიკური პირისგან ვირტუალური აქტივების შესაძენად გადასაცემი - 100 000 აშშ დოლარი, რუსეთის ფედერაციის სანომრე ნიშნის მქონე ავტომობილებიდან - 250 000 აშშ დოლარი, ჯამში - 721 000 აშშ დოლარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით.

გამოძიების ფარგლებში ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული სხვა პირების დადგენა-მხილების, გადასახადისათვის თავის არიდებისა და შესაძლო უკანონო შემოსავლების
ლეგალიზაციის დამატებითი ფაქტების გამოსავლენად.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ სისხლის სამართლის მკაცრ პოლიტიკას“, - განაცხადა გუგა თავბერიძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760617005

ახალი ამბები

გეკა გელაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ ელჩთან - ვალიდ აბუ ჰაიასთან. მინისტრმა ისრაელის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყ...

გეკა გელაძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

1760615962

ახალი ამბები

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ელჩს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვა დიპლომატიური მისიის...

კახა კალაძე საქართველოში საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა

1760614491

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შვილებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა. უწმინდესმა მთავრობის მეთაური და მისი შვილები დალოცა. პრემიერ-მ...

პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა

1760613035

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ძალიან სამწუხაროა, როდესაც ვენეციის კომისია არა სამართლებრივ ჭრილში, არამედ პოლიტიკურ ჭრილში აკეთებს თავის დასკვნებს

ლევან მაჭავარიანის შეფასებით, ვენეციის კომისიის ანგარიში კარგი მაგალითია იმისა, რომ კომისია იქცა პოლიტიკურ და არა სამართლებრივი დასკვნების შემდგენლად. პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარი...

ლევან მაჭავარიანი

1760610405

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა

„ვინც კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი სანქცია უნდა დაეკისროს და ეს სანქცია ისეთი უნდა იყოს, რომ ჰქონდეს პრევენციული ფუნქცია, ანუ ადამიანს არ უღირდეს მისი დარღვევა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი