საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: სასწრაფოს დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება
გორში მომხდარი მკვლელობის ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გამოეხმაურა.
გარდაცვლილის ოჯახის მტკიცებით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაიგვიანა, რის გამოც დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა დამძიმდა და გარდაიცვალა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ბრალდებას უარყოფს.
"გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ, გორში, სოფელ ქვემო ახალსოფელში მომხდარი სამწუხარო შემთხვევის შესახებ და სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ
გავრცელებული ინფორმაცია სასწრაფოს ეკიპაჟის შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მისვლასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.
მიმდინარე წლის 1 იანვარს, 21:18 სთ -ზე შემოვიდა გამოძახება გორის რაიონი, სოფელი ქვემო ახალსოფელი.
სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე იმყოფებოდა 21: 40 სთ-ზე. ხოლო 22 სთ-ზე პაციენტი კლინიკა "გორმედში" იქნა შეყვანილი",- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.
ამავე თემაზე:
1789752970
მსოფლიომაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო გამოყენებას დაეთმობა
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას მოიწვევს, რომელიც გლობალურ დონეზე ენერგორესურსების ფასების მკვეთრ ზრდასა და ნავთობის სტრატეგიული მარაგების შესაძლო...
1789751386
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლები...
1789749183
საზოგადოებამარიამ ლაშხმა საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა, პარლამენტის წევრებთან ერთად, საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ეკონომიკისა და მდგრადი განვით...
1789746922
საზოგადოებაეკა სეფაშვილი ბახმაროს სემინარზე: ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის - ჩვენ ვიხილავთ რადიკალიზმის, პოლარიზაციის ახალ ტალღას
ნიკა გვარამია და გირჩი ჯაფარიძე, რომლებიც იმყოფებოდნენ ამ საიდუმლო შეხვედრაზე, სულ მალე გააჟღერებენ ახალ დავალებას, გზავნილს საქართველოს საზოგადოებისთვის, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის...
1789745510
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ ეს შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს
ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალური ას...


























