თორნიკე მოლაშვილი: ბატონო უინსტონ, წავიკითხე თქვენი მიმართვა ივანიშვილის მიმართ, ცდილობთ ბურჭულაძის გამართლებას. აღიარებული მომღერლის სტატუსი არ აძლევს არც ერთ ადამიანს უფლებას, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას
„საერთაშორისოდ აღიარებული მომღერლის სტატუსი არ აძლევს არც ერთ ადამიანს უფლებას, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას“, - ასე პასუხობს სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს, რომელმაც პაატა ბურჭულაძის გათავისუფლების მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით მიმართა.
როგორც თორნიკე მოლაშვილი აღნიშნავს, კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა.
„საჯარო პასუხი ამერიკელ დირიჟორს, Opera USA-ს სამხატვრო ხელმძღვანელ უინსტონ ვოგელს
მოგესალმებით ლამაზი და დემოკრატიული, სუვერენული საქართველოდან. მე ვარ თორნიკე მოლაშვილი, ერთი რიგითი ქართველი, ჩემი სამშობლოს პატრიოტი, „ნაციონალური მოძრაობის“ კრიმინალური რეჟიმის მიერ ნაწამები და მოკლული სულხან მოლაშვილის ძმა.
ბატონო უინსტონ, წავიკითხე თქვენი მიმართვა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, სადაც უსინდისოდ ცდილობთ კრიმინალი პაატა ბურჭულაძის გამართლებას და მის წარმოჩენას სპეტაკ ადამიანად, ყურადღებას ამახვილებთ მის პროფესიულ ღირსებებზე, მაგრამ არაფერს ამბობთ იმ უმძიმეს დანაშაულზე, რასაც სახელმწიფოს დამხობის და კონსტიტუციური წესრიგის მორღვევის მცდელობა ჰქვია.
რადგან თქვენ თვალები გაქვთ შეგნებულად დაბრმავებული და ბინძური პროპაგანდით ცდილობთ ბურჭულაძისგან „წამებულის“ გამოძერწვას, მე დაგეხმარებით სიმართლის გარკვევაში და ვეცდები, ჩემი ეს წერილი თქვენამდე აუცილებლად მოვიდეს.
ის ფაქტი, რომ პაატა ბურჭულაძე საქვეყნოდ ცნობილი ხელოვანია, ამაზე არავინ დავობს. მეორე მხრივ, საერთაშორისოდ აღიარებული მომღერლის სტატუსი არ აძლევს არც ერთ ადამიანს უფლებას, ორგანიზება გაუკეთოს სახელმწიფოს დამხობის მცდელობას. ბატონო უინსტონ, რადგან თქვენ ამერიკელი ხართ და გაქვთ პრეტენზია, ერკვეოდეთ პოლიტიკურ საკითხებში, გაგახსენებთ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმისა და ხელისუფლების დამხობის საქმეზე ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლომ 2500-ზე მეტი პირი გაასამართლა და დააპატიმრა.
თქვენ გაქვთ უფლება გქონდეთ თქვენი აზრი, ასევე გაქვთ უფლება გვერდით დაუდგეთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ არ გაქვთ უფლება, საზოგადოებას უმტკიცოთ, რომ თეთრი შავია და პირიქით, შავი - თეთრი. არავინ გაგიტარებთ მსგავს უტიფრობას, რადგან 4 ოქტომბერს ბურჭულაძეს რომ მისი უკანონო განზრახვა სისრულეში მოეყვანა, დღეს საქართველო ომისა და უბედურების ქარ-ცეცხლში იქნებოდა გახვეული.
თქვენი სამშობლოსგან, ამერიკისგან განსხვავებით, სადაც მედია, პოლიტიკა, ბიზნესი - ყველაფერი ერთი ხელით კონტროლდება ჩრდილოვანი მმართველების მიერ, რომელსაც ხშირად გლობალური ომის პარტიის სახელით მოიხსენიებენ, საქართველოში დემოკრატია სუფევს. ნამდვილი, ჭეშმარიტი დემოკრატია. აქ ყველას აქვს უფლება, თქვას რაც უნდა, მაგრამ არავის აქვს უფლება, დაამხოს კანონიერი ხელისუფლება. აქ თქვენი უტიფარი ბოდვაც კი მოხვდა საინფორმაციო საშუალებათა ყურადღების ქვეშ, მაგრამ ისიც უნდა იცოდეთ, რომ პასუხს მიიღებთ ტყუილების გამო“, - წერს თორნიკე მოლაშვილი.
1778140453
ახალი ამბებისაგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორი“ წარმატებით დასრულდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ახალი საგანმანათლებლო პროექტი „ვარ ჩემი სკოლის საარჩევნო ამბასადორ...
1778139822
ახალი ამბებიერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის ვადა გახანგრძლივდა
აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული...
1778138587
ახალი ამბები2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღება 18 მაისიდან დაიწყება
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემიისთვის განაცხადების მიღებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 18 მაისიდან დაიწყებს. განაცხადების მიღება 6 ივლისის ჩათვლით გაგრძელდებ...
1778137275
ახალი ამბებიკახეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1990 წელსდაბადებუ...
1778136114
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ წმინდა სინოდი გაფართოებულ სხდომაზე მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება საუკეთესო როგორც ქართული ეკლესიისთვის, ასევე ზოგადად სრულიად საქართველოსთვის
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გაფართოებული საეკლესიო კრების მოახლოების ფონზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს მისამართით გაკეთებულ მძიმე გ...































