BBC: დუბაიდან დოჰამდე - ირანმა რეგიონში საჰაერო დარტყმების სერია განახორციელა

 ირანზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ ირანმა მთელი ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით საპასუხო იერიშები განახორციელა ძირითადად იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული, ან რომლებიც აშშ-ის მოკავშირეები არიან. აღნიშნულის შესახებ მიმოხილვას BBC ავრცელებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ დუბაიში Fairmont The Palm სასტუმროსთან აფეთქება მოხდა. დუბაის ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა „პალმ ჯუმეირას რაიონში მდებარე შენობაში მომხდარი ინციდენტის“ შემდეგ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ მან ირანული რაკეტებისა და დრონების ახალი ტალღა მოიგერია.

კატარის დედაქალაქ დოჰაში აფეთქებები, სავარაუდოდ, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზაზე მოხდა, რომელიც რეგიონში ყველაზე დიდი ამერიკული სამხედრო ბაზაა.

ბაჰრეინში აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზა „სარაკეტო თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა“, - ნათქვამია ბაჰრეინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფეთქებების ხმა გაისმა ქუვეითშიც.ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო Kuna-ს ცნობით, საერთაშორისო აეროპორტზე დრონით განხორციელებული იერიშის შედეგად რამდენიმე თანამშრომელი დაშავდა, ხოლო ტერმინალი „მცირედით“ დაზიანდა.

Reuters-ის ცნობით, აშშ-ის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერაყში, ერბილთან ახლოს, აშშ-ის სამხედრო ბაზის თავზე დრონი ჩამოაგდეს.

იორდანია, რომელიც ისრაელს ესაზღვრება, აცხადებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს და მისი ნამსხვრევები სხვადასხვა ადგილას დაეცა.

ისრაელმა ასევე განაცხადა ირანული რაკეტების ტალღის შესახებ, მთელი ქვეყნის მასშტაბით სირენების ხმა ისმის.  ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ირანი „მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინებას და უბნების განადგურებას“ ცდილობს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1772295763

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: ამ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა არასდროს ჩაიხშობა - რა პრობლემებიც იდგა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, აღარასდროს განმეორდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა „დღის ქრონიკაში“ თავისუფალ მედიაზე თავდასხმა შეაფასა. როგორც მან განმარტა, ეს არის „დიფ სთეითის“ ხელწერა და პროცესი მათ მიერ არის ორკესტრირებული. „202...

ირაკლი ჭეიშვილი

1772293699

მსოფლიო

აბას არაღჩი: რამდენადაც მე ვიცი, ირანის უზენაესი ლიდერი ცოცხალია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ NBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რამდენადაც მისთვის ცნობილია, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა სეიედ ალი ხამე...

არაღჩ

1772292316

მსოფლიო

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. ამის შესახებ nexta live ისრაელის მედიაზე დაყრდნობით წერს. თუ ინფორმაცია დადასტურდა, ნავთობის ფასები შეიძლება მკვეთრად გაიზარდოს, რაც გლობალურ ეკონომიკას უზარმაზარ დარტყმა...

ისრაელის მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა

1772290947

ახალი ამბები

ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვისა და ცუდი ხილვადობის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე...

მოძრაობა

1772288951

მსოფლიო

ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, ისრაელის დარტყმების სამიზნე ხამენეი და პეზეშკიანი იყვნენ - იერიშის შედეგები ამჟამად უცნობია

ისრაელის ოფიციალური პირის თქმით, 28 თებერვლის დილას ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე ქვეყნის უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი და პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი იყვნენ. ოფიციალური პირის თქმით, დარტყმ...

ისრაელის ოფიციალური პირი