ტრამპმა პუტინთან და სი ძინპინთან შეხვედრა ისტორიული მნიშვნელობით 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა – „ეს საოცარი მოვლენა იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრას „სამეულის სამიტი“ უწოდა.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრა „ნამდვილად გადაიქცა სამეულის სამიტად“.
ამერიკის პრეზიდენტის შეფასებით, აზიაში მისი ვიზიტის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა ხელი შეუწყო საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.
„ოთხი დღის განმავლობაში შევხვდი მსოფლიოს 20-ზე მეტ ლიდერს, გავაფორმე ორი ახალი სავაჭრო შეთანხმება, კიდევ დაახლოებით ათს კი უახლოეს მომავალში მოვაწერთ ხელს. მონაწილეობა მივიღე ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო სამიტში, კიდევ ერთხელ დავადასტურე შეერთებული შტატების მოკავშირეობა რეგიონის ქვეყნებთან და ხელი შევუწყვე მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე შეფასებით, ეს იყო ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიზიტი აზიაში.
ამასთან, დონალდ ტრამპმა ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართული სამმხრივი შეხვედრის ისტორიული მნიშვნელობა 1945 წლის იალტის კონფერენციას შეადარა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის ლიდერი იოსებ სტალინი მონაწილეობდნენ.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე ტრამპმა განაცხადა, რომ თავდაპირველად შეხვედრას იალტის კონფერენციის თანამედროვე ანალოგად არ განიხილავდა, თუმცა მოგვიანებით გააცნობიერა მისი შესაძლო ისტორიული მნიშვნელობა.
„იალტა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ამაზე არ მიფიქრია. უბრალოდ, შეხვედრაზე მივდიოდი იმ განწყობით, რომ ამ ორ ადამიანთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ჩვენს უთანხმოებებს მოვაგვარებთ. ჩვენ მათი მოგვარება შევძელით.
შემდეგ კი გავაცნობიერე, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეხვედრა. ეს საოცარი მოვლენა იყო“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
1795188053
მსოფლიობადრა გუნბა სერგეი ბაბურინს შეხვდა
სოხუმის დე ფაქტო ლიდერი ბადრა გუნბა რუსეთის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, სერგეი ბაბურინს შეხვდა. ბაბურინი სოხუმში ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილ...
1795185018
ახალი ამბებიპატრიარქი შიო მესამე: მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, დიდია ჩვენი მწუხარება, გულითადად ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე თბილისში, ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს. „მთელი ქვეყანა შეძრა ფონიჭალაში მომხდარმა ტრაგედიამ, რომ...
1795184822
ახალი ამბებიარჩილ გორდულაძე: შეგვიძლია წარმოვადგინოთ უწყვეტად, რა ხდებოდა კონკრეტული დღეების მიხედვით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, 2025 წლის 4 ოქტომბერს, როგორი ძალადობრივი აქციები იყო და როგორ ცდილობდნენ შენობებში შეჭრას
„თუ მხარე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რომ ძალადობები ხდებოდა თუ არ ხდებოდა - არ ვიცი. ნამდვილად ხდებოდა და სისტემურად, საათობრივად ხდებოდა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდ...
1795183371
ახალი ამბებითენგიზ შარმანაშვილი „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს: ის, რაც ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში, რაც ხდებოდა გამოძიებაში, ყველაფერ დანარჩენში, როგორ არის ერთეული შემთხვევა?
„თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგგიზ შარმანაშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგ...
1795182694
მსოფლიოCBS News: ისრაელი და აშშ უახლოეს მომავალში ირანზე თავდასხმის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი უახლოეს მომავალში ირანზე ახალი მასშტაბური სამხედრო იერიშის მიტანის შესაძლებლობას განიხილავენ, - იუწყება CBS News ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით. როგორც მედია წერს, ისრაელის პრემიერ-მინის...






























