შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელმა მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს, მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა

„ეს არის მხოლოდ საინფორმაციო ხმაურის შესაქმნელად. ჩვენ გვყავს ამ ქვეყნის განვითარების მტრები ევროპაში სამწუხაროდ, რომლებსაც პირდაპირ სულთ დააზიანონ ჩვენი ქვეყანა. ეს მტრული პოლიტიკა უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში ბრიუსელმა. ეს მის ხელშია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრული პოლიტიკა შეწყდეს“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მორიგ რეზოლუციას, რომლის განხილვასაც ევროსაბჭო გეგმავს და რომლის ერთ-ერთი ავტორი რასა იუკნევიჩიენეა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ბრიუსელი ვალდებულია პატივი სცეს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და შეწყვიტოს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ.

„როდესაც ბრიუსელი კანდიდატი ქვეყნის წინააღმდეგ ახორციელებს მტრულ ნაბიჯებს, ეს არ ჯდება არანაირ ვალდებულებებში, რომელიც თავის მხრივ აქვს აღებული ბრიუსელს ქართველი ხალხის წინაშე იმით, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება.

ამიტომ მტრული პოლიტიკის გატარება ასოცირების შეთანხმების პირობებში, არის თავად ასოცირების შეთანხმების დარღვევა და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის უპატივცემულობა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს მტრული პოლიტიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ შეწყდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1780902232

ახალი ამბები

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად,...

დაკავებულია 2 პირი

1780901597

ახალი ამბები

ბათუმში ბრალდებულმა ნაცნობ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან ს...

 დაკავებულია 1 პირი

1780900183

ახალი ამბები

სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება

მიმდინარე წლის 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...

ზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები

1780895222

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილი...

გიორგი ვოლსკი

1780895180

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას პოლიტიკურ განულებამდე არაფერი უკლია

ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარ...

დავით მათიკაშვილმა.