შალვა პაპუაშვილი: ძალიან კარგად ვიცით, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს
ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, - განაცხადა მედიასთან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მარტივად ჩანს, რომ ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის და ფულის მოსაპოვებლად.
„საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ პარტიებთან. სწორედ ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ამის დასადგენად. როდესაც პარტიები ამოვარდნილები არიან კონსტიტუციური პრინციპებიდან, გადაქცეულები არიან არასისტემურ ჯგუფებად, იქ უკვე ყველაფერი ამგვარი ხდება. აურზაური სულ იქნება იქამდე, სანამ ჩვენ შევეგუებით, რომ საქართველოში კონსტიტუციის მტერი პარტიები იქნებიან. მთავარი, ვისაც ეს ხალხი [ოპოზიცია] ღალატობს, ე.წ. ალიანსის წევრები, ეს არის საქართველო.
მარტივად ჩანს, რომ ისინი არ იბრძვიან ქართველი ხალხის ხმების მოსაპოვებლად, ისინი იბრძვიან უცხოელების სიმპათიის და ფულის მოსაპოვებლად. ეს ქვეყანა პატარაა და არცერთი ამბავი არ იმალება. ძალიან კარგად ვიცით, სხვადასხვა შეხვედრაზე, საელჩოებსა, თუ უცხოელებთან შეხვედრებზე როგორ იხვეწებიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს არის ბრძოლა უცხოური დაფინანსებისთვის. პირდაპირ ლანგრით სთავაზობენ საქართველოს და ვიცით, რა პირობებს აძლევენ, რომ თუ ხელისუფლებაში მოვლენ, ვის რას დაუთმობენ. ეს არის ჩვეულებრივად ქვეყნის გაყიდვა პირდაპირ ეთერში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1780902750
ახალი ამბებისაპარლამენტო დელეგაცია ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადის პარლამენტის თავმჯდომარეს ფრენსის სკარპალეჯას შეხვდა
კანადაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნინო წილოსანის ხელმძღვანელობით კანადი...
1780902232
ახალი ამბებისაპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების ჯგუფურად,...
1780901597
ახალი ამბებიბათუმში ბრალდებულმა ნაცნობ კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან ს...
1780900183
ახალი ამბებისტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება
მიმდინარე წლის 8 ივნისს სტამბოლში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინის...
1780895222
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი: სააკაშვილის ფიგურის წინააღმდეგ ძალიან ბევრია, ოპოზიციაშიც საკმაოდ რთულად აქვს საქმე
ოპოზიციურ დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პოლიტიკური რესურსი საბოლოოდ ამოწურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილი...































