ირაკლი კირცხალია: ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ, აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება

თუ „კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ“ რამე გადააფასა, როგორ შეიძლება ყოველდღე, ყოველი მოვლენისა და პროცესის დროს, ყველა მხრივ, ყოველდღე საზოგადოებას შეურაცხყოფა მიაყენო იმ უტიფრობით, რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ?, - ამის შესახებ „იმედის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მან უპასუხა კითხვას - უკრაინაში ომის დაწყების დროს არქივი კარგად აჩვენებს, რა პოზიცია ჰქონდათ [ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს], დღეს ეს გადააფასეს, თუ როგორ უნდა ავხსნათ მათი გამიჯვნა მათივე სიტყვებისგან?

„ე.წ. პოლიტიკური აგენტურული ძალები საზოგადოებაზე რომ ფიქრობდნენ, აგენტები ვერ იქნებოდნენ. ვსაუბრობთ ხალხზე, რომლებსაც ბოლო ათწლეულია, საარჩევნო კამპანია არ ჩაუტარებიათ ველზე, საზოგადოებასთან არ ჰქონიათ ურთიერთობა. აგენტმა არ იცის, რა არის სამშობლოს ცნება. ვინც მათ ქმედებებს უყურა, განსაკუთრებით ბოლო 2022 წლის შემდეგ, მათი მხრიდან დავალებების შესრულების დინამიკას, ვინც მათ შეცვლილ განცხადებებს, შეცვლილ რიტორიკას და თეთრზე შავის თქმას უსმინა, ამის იქით როგორ შეიძლება, ვინმე ჯანსაღად მოაზროვნეს გაუჩნდეს იოტისოდენა ნაპერწკალიც, რომ რომელიმე მათგანს შეიძლება ეროვნული ინტერესი ჰქონდეს“, - განაცხადა კირცხალიამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795027910

ახალი ამბები

სადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება

თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც...

ლადო სადღობელაშვილი

1795024961

ახალი ამბები

გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის...

გიორგი ზურაბაშვილი

1795023448

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელ...

მკვლელობა, ლენტი, სამართალი, ცივი იარაღი

1795022317

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი 19 ნოემბერს ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. ტრამპისა და პუ...

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

1795022165

ახალი ამბები

„ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე, აქედან გამომდინარე, ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“ - სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე

„რამდენადაც ფასი დაბალი იქნება, ვთქვათ, იმდენად ეს ბიუჯეტის დასაფინანსებელი იქნება“, - აცხადებს სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე. როგორც ბოლქვაძე ამბობს, კურორტმა მოგებაზე...

ბადრი ბოლქვაძე