ირაკლი კირცხალია: უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის ნათელი მაგალითი

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევა უწოდა.

როგორც მან „იმედის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლებისთვის მსგავსი განცხადებები არც ახალია და არც გასაკვირი.

„უკვე ვხედავთ კონსტიტუციურ პროცესზე გამოხმაურებებს, ეს არის ნათელი მაგალითი, სხვა ბევრ ნათელ მაგალითს რომ თავი დავანებოთ, შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში ჩარევის, რაც ჩვენთვის არ არის ახალი და გასაკვირი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისივე თქმით, ცხადია, რომ ოპოზიციას და მათ პარტნიორებს საქართველოში ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვა სურთ.

„როდესაც ისინი დაგვინიშნავენ მოსამართლეებს, მაშინ ექნებათ ნდობა. საერთაშორისო სასამართლოში თუ ასაჩივრებ, ე.ი. უცხო ქვეყანამ ჩემს ქვეყანაში უნდა დამინიშნოს მოსამართლე? სასამართლოზე როდესაც საუბრობდნენ, ევროკომისიის დასკვნები გავიხსენოთ, სადაც პირდაპირ საუბარია სასამართლოს მიმართ ნდობაზე. ეს არის ოქსიმორონო, უსტანდარტობა - პოლიტიკური განცხადებები ერთი და მათივე ინსტიტუტების დაკვეთილი კვლევები მეორე“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795027910

ახალი ამბები

სადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება

თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც...

ლადო სადღობელაშვილი

1795024961

ახალი ამბები

გიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის...

გიორგი ზურაბაშვილი

1795023448

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელ...

მკვლელობა, ლენტი, სამართალი, ცივი იარაღი

1795022317

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი 19 ნოემბერს ორმხრივ შეხვედრას გამართავენ

აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. ტრამპისა და პუ...

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

1795022165

ახალი ამბები

„ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე, აქედან გამომდინარე, ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“ - სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე

„რამდენადაც ფასი დაბალი იქნება, ვთქვათ, იმდენად ეს ბიუჯეტის დასაფინანსებელი იქნება“, - აცხადებს სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე. როგორც ბოლქვაძე ამბობს, კურორტმა მოგებაზე...

ბადრი ბოლქვაძე