ირაკლი კირცხალია: ვერავის დააშინებენ, ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება
ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, საზოგადოება მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს.
„ძალიან კარგად უნდა იცოდნენ, რომ ჩვენი ქვეყანა და საზოგადოება შანტაჟს არ ექვემდებარება. დღევანდელი ელიტა გვეუბნება, რომ შენ თუ გინდა იყო ჩვენთან, შენ უნდა იყო ჩვენი ყურმოჭრილი მონა, რასაც ჩვენ გეტყვით, ის უნდა აკეთოთ და ამაზე უნდა მომიწერო ხელი. თუ არ მომიწერ ამაზე ხელს, გვემუქრება, რომ ვიზას გაგიჩერებ. დამერწმუნეთ, საზოგადოება ამ მუქარას ძალიან შეურაცხმყოფლად იღებს. ერთხელ და საბოლოოდ, ეს უნდა გაისიგრძეგანონ და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც არის. ვერავის დააშინებენ. ბევრი მუქარა ვნახეთ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბევრი არჩევნები გამოვიარეთ ამ მუქარის და ზეწოლის ფონზე, მაგრამ ვნახეთ, რა შედეგები დაიდო ამ არჩევნებზე ამ მუქარის, ამ უტიფრობის ფონზე“, - განაცხადა კირცხალიამ „იმედის“ ეთერში.
1795027910
ახალი ამბებისადღობელაშვილი გიორგი ზურაბაშვილისა და მიხაილ გალუზინის შეხვედრაზე: დიპლომატიას ალტერნატივა არ აქვს, ვიმედოვნებ, ეს პროცესი პრაგმატული შედეგების მომტანი იქნება
თითქმის ორი ათწლეულია საქართველოსა და რუსეთს შუამავლების გარეშე მოლაპარაკება არ ჰქონიათ. ამ ფონზე პირდაპირი ორმხრივი კონტაქტის აღდგენა თავის მხრივ დადებითი პროცესია. ეს არის პრაგმატული ნაბიჯი, რომელიც...
1795024961
ახალი ამბებიგიორგი ზურაბაშვილსა და მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა 19 ნოემბერს მინსკში გაიმართება
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინს შორის...
1795023448
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელ...
1795022317
მსოფლიოდონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი 19 ნოემბერს ორმხრივ შეხვედრას გამართავენ
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ ხვალ, 19 ნოემბერს, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები - დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ორმხრივ შეხვედრას გამართავენ. აღნიშნულის შესახებ CNN წერს. ტრამპისა და პუ...
1795022165
ახალი ამბები„ნებისმიერმა კურორტმა უნდა იმუშაოს მოგებაზე და არა ბიუჯეტიდან დოტაციაზე, აქედან გამომდინარე, ეს გაძვირება მოსალოდნელი იყო“ - სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე
„რამდენადაც ფასი დაბალი იქნება, ვთქვათ, იმდენად ეს ბიუჯეტის დასაფინანსებელი იქნება“, - აცხადებს სასტუმრო Goderdzi Twins Hotel-ის დამფუძნებელი ბადრი ბოლქვაძე. როგორც ბოლქვაძე ამბობს, კურორტმა მოგებაზე...































