სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროებისთვის სახელმწიფო ინსპექტორის მიერ იუსტიციის სამინისტროსთვის დაკისრებული ჯარიმა გააუქმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივარი დააკმაყოფილა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწერილი 500-ლარიანი ჯარიმა გააუქმა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის დაეკისრა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები და აცხადებენ, რომ აღნიშნულს გაასაჩივრებენ.
დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გამჟღავნებისთვის სახელმწიფო ინსპექტორმა იუსტიციის სამინისტრო 500, ხოლო პენიტენციური სამსახური 2 000 ლარით დააჯარიმა. ამასთან, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურს დაევალათ „ფეისბუკის“, ასევე ოფიციალური ვებგვერდებიდან სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ჩანაწერის წაშლა.
წყარო: „პირველი არხი“
ასევე საინტერესოა:
1791661410
საზოგადოებათბილისში დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, დელტას ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ. ინფორმაციისთვის, 10 ოქტომბრის ღამეს „დელტას“ ქარხნის ტერიტორიაზე...
1791658982
ახალი ამბებიავარია თბილისში, კიკვიძის პარკთან - დაშავებულია 3 ადამიანი
თბილისში, კიკვიძის პარკთან ერთმანეთს სახანძრო მანქანა და სატვირთო მანქანა შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი. ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებია მობილიზებული. შსს-ს ი...
1791657856
საზოგადოებაგიორგი პატარიძე: ლაითურში აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებაზე
ლაითურის N1 დაწესებულებაში ჩვენი ინოვაციური პროექტს ვახორციელებთ,იქ აშენდება კინოთეატრი და შეიქმნება სივრცე, რათა მსჯავრდებულს ჰქონდეს გრძნობა იმისა, რომ ის თუნდაც რამდენიმე საათით იმყოფება თავისუფლებ...
1791656831
საზოგადოებაგიორგი პატარიძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლების საკითხი განიხილოს
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი პატარიძემ გადაცემაში „ღია ეთერი“ განაცხადა, რომ ახალი კანონმდებლობით ადგილობრივ საბჭოს აქვს საშუალება უცხოელი მსჯავრდებულის ვადამდე გათავისუფლებ...
1791654989
ახალი ამბებითბილისში, „დელტას“ ქარხანაში ხანძარია
თბილისში „დელტას“ ქარხანაში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე სახანძრო სამაშველო ჯგუფშია მობილიზებული. მიმდინარეობს სალოკალიზაციო სამუშაოები.

























