კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეეზღუდოთ.

ნინო ლომჯარიასა და საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პეტერ ფიშერის შეხვედრის სავარაუდო სასაუბრო თემის შესახებ, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ.

„არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ქვეყნის მტრები არიან. მათი მხრიდან არაერთი განცხადება მოგვისმენია და არაფერს ერიდებიან, დასამალიც არაფერი აქვთ, პირდაპირ საუბრობდნენ იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და მუშაობდნენ იმისთვის, რომ ქვეყანა სანქციების ქვეშ მოყოლილიყო, რომ ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო ქვეყანას, ასოცირების შეთანხმება არ გაფორმებულიყო.

ასევე, გვახსოვს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით კაბინეტებში დარბოდნენ და შემდეგ თავად დაიწყეს ამაზე საუბარი, რომ ზოგიერთი ოპოზიციური ლიდერი და კონკრეტული პარტიები ბრიუსელში მუშაობდნენ იმ მიზნით, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

შესაბამისად, მე არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ დღესაც ეს ადამიანები მუშაობენ იმისთვის, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ქართული პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა შეეზღუდოთ ევროპულ ქვეყნებში. ჩვეულებრივ, ქვეყნის მტრები არიან და ყველაფერს აკეთებენ ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773046263

ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“

„იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში. კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანება...

ცოტნე კობერიძე

1773044910

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ას...

შალვა პაპუაშვილი

1773043789

მსოფლიო

პირველად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათი თქ...

უკრაინელი წყვილი

1773042696

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, ეს დივერსიაა

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა...

შალვა პაპუაშვილი

1773041228

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 160-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინელების 163 დრონი ჩამოაგდეს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ 54...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო