ირაკლი კობახიძე: მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს
მინდა გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ დააწესა ფულადი ჯილდო პრიზიორებისთვის, ვიცე-ჩემპიონები ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელნიკა მიიღებენ 500-500 ათას ლარს საპრიზო ადგილის დაკავებისთვის.
„ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილე თითოეულ სპორტსმენს გადაცემა 50-50 ათასი ლარი ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვებისთვის და ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობისთვის. ამ წარმატების უკან დგას ძალიან დიდი, გამორჩეული, პროფესიონალების გუნდი და განსაკუთრებული მადლობა მინდა, გამოვთქვა მწვრთნელების მიმართ.
ეთერ თუთბერიძე, პაველ სლიუსარენკო, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ამ წარმატებაში. ცალკე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ფედერაციის საქმიანობა. სწორედ ფედერაციის წარმატებული საქმიანობის შედეგია ის გამორჩეული შედეგები, რომელსაც მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში.
მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს და თითოეულ თანამშრომელს მათი განსაკუთრებული პატრიოტიზმისთვის და ძალისხმევისთვის, რისი შედეგიც არის ჩვენი სპორტული მიღწევები.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარალიმპიელ სპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიურ თამაშებზე, სადაც იდენტური ფულადი ჯილდო იქნება დაწესებული. კიდევ ერთხელ, ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ, დღეს თქვენ გადმოგეცემათ უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოები და ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება. ეს არის ის ჯილდოები, რომლებსაც თქვენ იმსახურებთ საქართველოს სახელმწიფოსგან.
კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო საქართველოს მთავრობის მზაობა, რომ მაქსიმუმი გააკეთოს საქართველოში სპორტის წარმატებისთვის, ამისათვის დიდი ინვესტიციები იდება და მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართულმა სპორტმა კიდევ უფრო დიდ შედეგებს მიაღწიოს. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და გისურვებთ წარმატებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1773049270
ახალი ამბებიკახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან
დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლ...
1773048692
ახალი ამბებიკახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ
„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთოს საპა...
1773047789
ახალი ამბებიშარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი, საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია
„რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარი...
1773046263
ახალი ამბებიცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“
„იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში. კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანება...
1773044910
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ას...































