კობახიძე ლომჯარიაზე: ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, როგორ მუშაობს კონკრეტულად, ეს ადამიანი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიასა და გერმანიის ელჩის შესახებ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ისინი არიან ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში და არც მალავენ, თუმცა, არის ასევე გასაიდუმლოებული შეხვედრები.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ინფორმაცია, სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობენ ეს ადამიანები, კონკრეტულად, ეს ადამიანი, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს და არის დეტალები, რაც ამას დამატებით ადასტურებს. ისინი რომ არიან ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო საქმიანობაში, ეს აბსოლუტურად ხილულია ფართო საზოგადოებისთვის. ამას ისინი ღიად აკეთებენ, არც მალავენ, თუმცა, არის, ასევე, გასაიდუმლოებული შეხვედრები, სადაც საუბარია იგივეზე, რასაც აკეთებენ საჯაროდ - ისინი პირდაპირ მტრობენ საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს.

თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას, არის გერმანიის ელჩი და ამის უამრავი ფაქტი არსებობს. არიან სხვა ელჩები, რომლებიც არღვევენ ვენის კონვენციას, აქედან გამომდინარე, მათი მხრიდან ვენის კონვენციაზე მითითება არის აბსოლუტურად არარელევანტური“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773051494

ახალი ამბები

გორში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს

გორში არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევე...

შემთხვევები

1773050507

ახალი ამბები

სამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პროირანელი კანდიდატი

მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერ...

სამირა ბაირამოვა

1773049270

ახალი ამბები

კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლ...

კახა კალაძე

1773048692

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთოს საპა...

კახა კალაძე

1773047789

ახალი ამბები

შარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი, საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია

„რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარი...

თენგიზ შარმანაშვილი