ირაკლი კობახიძე: ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, პირველად ისტორიაში მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში და ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება

ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს ფიგურულ მოციგურავეთა ეროვნული ნაკრების წევრებისა და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის წარმომადგენლების სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, ყველა მიღწეული შედეგები აჩვენებს იმას, რომ ქართული სპორტი მუდმივად ვითარდება და ახალ სიმაღლეებს აღწევს.

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია დღეს თქვენთან შეხვედრა. ჩვენმა ქვეყანამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და პირველად ისტორიაში ჩვენ მოვიგეთ ოლიმპიური მედლები ზამთრის სპორტის სახეობებში, რა თქმა უნდა, ამისათვის თითოეულ თქვენგანს გეკუთვნით ძალიან დიდი მადლობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ლუკა ბერულავას და ანასტასია მეტელკინას, რომლებიც გახდნენ ვერცხლის მედლის მფლობელები, ოლიმპიური ვიცე-ჩემპიონები და ეს არის ისტორიული მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის. ასევე, მათ მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის მოგებისთვის, ეს არის გამორჩეული ისტორიული წარმატება ჩვენი ქვეყნისთვის და კიდევ ერთხელ მადლობა თქვენა ამისთვის. ასევე, ჩვენ დავიკავეთ მე-4 ადგილი გუნდურ ტურნირზე და ესეც არის ისტორიული მიღწევა, ძალიან ცოტა დაგვაკლდა ოლიმპიურ გუნდურ მედლამდე, თუმცა მომავალი წინაა და დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრი წარმატება გველოდება წინ. მადლობა ეკუთვნის გუნდის თითოეულ წევრს, რომელმაც გამორჩეულად იასპარეზა. განსაკუთრებული მადლობა მინდა, გადავუხადო ნიკა ეგაძეს, რომელიც წელს გახდა ევროპის ჩემპიონი და ამით კიდევ ერთი ისტორიული გამარჯვება მოუტანა ჩვენს ქვეყანას. ევროპის ჩემპიონატზე სულ 4 მედლების კომპლექტი თამაშდებოდა და აქედან ორი ოქრო მოიგეს სწორედ ქართველმა სპორტსმენებმა, ეს არის მართლა გამორჩეული წარმატება, რაც ცალკე უნდა აღინიშნოს.

ყველას მადლობა, მადლობა ანასტასია გუბანოვას, დიანა დევისს, გლებ სმოლკინს, მათი წარმატებული გამოსვლისთვის ამ ოლიმპიურ თამაშებზე და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟის ამაღლებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ასევე ოლიმპიურ თამაშებზე სალომე ჩიგოგიძის მსაჯობა, პირველად ისტორიაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე გვყავდა ქართველი მსაჯი და ესეც არის კიდევ ერთი წარმატება, რაც ქართულმა სპორტმა აჩვენა. ყველა ეს შედეგი აჩვენებს იმას, რომ ჩვენი სპორტი მუდმივად ვითარდება, ვაღწევთ ახალ სიმაღლეებს. იყო სპორტის სახეობები, სადაც ტრადიციულად გვქონდა მაღალი მიღწევები, თუმცა უკვე ჩნდება ახალი სპორტის სახეობები, სადაც ასევე ვიღებთ ახალ შედეგებს უმაღლეს დონეზე და ეს ყველაფერი არის უდიდესი სტიმული ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის, რომ ისინი ჩაერთონ სპორტში და მიაღწიონ ასეთივე უმაღლეს წარმატებებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში“, - აღნიშნა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773049270

ახალი ამბები

კახა კალაძე ნინო ლომჯარიას შეხვედრაზე გერმანიის ელჩთან: არაფერს გამოვრიცხავ, ამ ადამიანებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ქვეყნის მტრები არიან

დედაქალაქის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციის რადიკალური ნაწილი, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლ...

კახა კალაძე

1773048692

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთოს საპა...

კახა კალაძე

1773047789

ახალი ამბები

შარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი, საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია

„რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარი...

თენგიზ შარმანაშვილი

1773046263

ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“

„იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში. კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანება...

ცოტნე კობერიძე

1773044910

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ას...

შალვა პაპუაშვილი