სამირა ბაირამოვა ბოკერია-ჩერგოლეიშვილზე: მათ წლების განმავლობაში რეგიონში ჰყავდათ პროირანელი კანდიდატი

მათ ჰყავდათ წლების განმავლობაში რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც, - წერს ოპოზიციონერი აქტივისტი სამირა ბაირამოვა, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, გუშინ გუშინ ბევრი ლიბერალი წაშალა მეგობრებიდან, რომლებსაც, აღმოჩნდა, რომ რეალურად უმცირესობები ეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს იმშვიდებენ.

„გუშინ თამარმა და მისმა მეუღლემ „კარგად დასამახსოვრებელი“ პერფორმანსი წარმოადგინეს. თამარმა ბევრი კომენტარი წაშალა, სადაც სიძულვილის ენა პიკზე იყო გამოყენებული, ისტერიკა და შეურაცხყოფა. მე სიმართლის თქმა არასდროს მეშინია, კი მწარეა და მიუღებელია ბევრისთვის! ეგრევე აგრესიას იწყებენ. ამ ხალხს უნდოდა ეთქვა, რომ აზერბაიჯანლებსა და მუსლიმებს შენზე უკეთ ვიცნობთ.

ყველა ცდილობს თავისი წარსულის დამალვას სიტყვებით - „რუსი“ და „ქოცი“. კი მათ ჰყავდათ წლებია რეგიონში პროირანელი კანდიდატი, ცდილობდნენ ისტერიკით უარყონ ეს ფაქტი. ამ ფაქტს მე 2014-შიც ვამბობდი, 2018-შიც. წლებია რეგიონიდან მიღებული ხმა ის რელიგიური ხალხის ხმის ხარჯზე იყო. კი ამერიკის რაკეტის შიში და თავს მოწონება მესმის.

მე კი, როცა რუსებთან და ქოცებთან ბრძოლის შედეგად სამი თვე თავშესაფარში ვიყავით, თქვენ გარეთ მშვიდად ცხოვრობდით ბატონებო! გუშინ „დისკუსია“ არ გავაგრძელე, რადგან ჩემს ლექსიკონში საპასუხოდ არ მოიძებნება ბევრი არაეთიკური, ქუჩური და სიძულვილით სავსე სიტყვა. გუშინ ასევე ფაშისტურ სულში დამალული ბევრი ლიბერალიც წავშალე, დავბლოკე. როცა უმცირესობები გეზიზღებათ და მათი დამცირებით თავს ამშვიდებთ, ჩემ სივრცეში თქვენი ადგილი არაა!

რეგიონში ოპოზიციისთვის ხმის მარაგი ყოველთვის ივსებოდა რელიგიურ ხალხის მეშვეობით, ჩვეულებრივი ხალხი ყოველთვის მთავრობის ზეწოლის ქვეშაა. გინახავთ რეგიონში ოპოზიციაში ან მთავრობაში განათლებული და სწორ ღირებულებებზე მყოფი აზერბაიჯანელი? არა! იცით რატომ? ისინი რელიგიური თემიდან პროირანიანობის გამო შორს იყვნენ და ახლა ეს ხალხი მეუბნება არა დღეიდან გახდნენ პროირანელი, მანამდე არ იყვნენ, ყველა მათგანის სახლში ბავშვობიდან ხომეინის სურათი არის, რადგან წინამძღვარია!“ - წერს სამირა ბაირამოვა.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773048692

ახალი ამბები

კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთოს საპა...

კახა კალაძე

1773047789

ახალი ამბები

შარმანაშვილი ლომჯარიასა და ფიშერის შეხვედრაზე: რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი, საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია

„რატომ მალავენ? იმიტომ მალავენ, რომ თვითონ შინაარსია დასამალი. ისინი საქართველოს საკეთილდღეოდ რომ არ შეიკრიბნენ, ეს ფაქტია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარი...

თენგიზ შარმანაშვილი

1773046263

ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“

„იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში. კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანება...

ცოტნე კობერიძე

1773044910

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ას...

შალვა პაპუაშვილი

1773043789

მსოფლიო

პირველად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათი თქ...

უკრაინელი წყვილი