შალვა პაპუაშვილი: დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება, ასეთ დროს მარტივია გადაწყვეტილებები, დაბნეულობა არის მაშინ, როცა სხვის ინტერესებს უყურებ
„ტურბულენტურ გარემოში სიმშვიდის, მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება მართლაც მიღწევაა. ამას ხშირად ვამბობთ არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ისინი, ვინც საქართველოს გარედან აკვირდებიან“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველოს ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება და ამით ქვეყანა იგებს ეკონომიკურად, ასევე, უსაფრთხოების კუთხით.
შალვა პაპუაშვილის შეფასებით, საქართველომ აღიდგინა მმართველობის ის თვისებები, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.
„მნიშვნელოვანია, ბოლოს და ბოლოს ვთქვათ, რატომ ხდება ეს ყველაფერი. ვფიქრობ, მთავარი განმაპირობებელი არის, რომ საქართველოს სახელმწიფო დაუბრუნდა იმ თვისებებს, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ 3 000 წელი გამოიარა. რატომღაც გარკვეულწილად ჩვენს თავზეც გვქონდა წარმოდგენა ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის მომენტიდან, რომ ვართ იმპულსურები, სწრაფი გადაწყვეტილება, ემოციურები და ამის გამო სხვადასხვა კონფლიქტი, თუ სირთულეები იყო ჩვენს ქვეყანაში. ასე გვაჯერებდნენ, რომ ჩვენი ადამიანური ტემპერამენტი ასევე გადადის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების ტემპერამენტში – სულსწრაფობაში, მოუთმენლობაში და გარკვეულ, ასე ვთქვათ, თავქარიან მოქმედებებში.
ბოლო 14-მა წელმა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნამ დაამტკიცა, რომ სინამდვილეში, ჩვენ ყოველთვის ასეთი ვიყავით. ჩვენ ვიყავით წინდახედული, ვინაიდან ვიცოდით, რა რთულ გარემოში ვიყავით. დღევანდელი ჩვენი მდგომარეობა არაფრით განსხვავდება რამდენიმე საუკუნის წინანდელ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობისგან. მაშინაც ზუსტად ასე იმპერიების გასაყარზე ვიყავით, მაშინაც ზუსტად ასეთი ინტერესები იყო საქართველოსთან დაკავშირებით და გავძელით მხოლოდ იმიტომ, რომ ვიყავით მოთმინებით, გვყავდა ჩვენი ეროვნული ინტერესების გააზრებით მოქმედი ხელისუფლებები. დღესაც სწორედ ამიტომ იგებს საქართველო, იგებს ეკონომიკურად და იგებს უსაფრთხოების კუთხით, რომ ჰყავს წინდახედული, საკუთარი ქვეყნის ინტერესებით მოქმედი ხელისუფლება. ეს არის მთავარი განმაპირობებელი, რომ ჩვენ დავუბრუნდით ჩვენს ფესვებს, თუ როგორ ხდებოდა მართვა ქვეყნის, შიდა თუ გარე პოლიტიკის, საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. როცა ვსაუბრობთ დავით აღმაშენებელზე, ვიდრე ხმალს მოიქნევდა, იქამდე მოთმინებით ელოდა მომენტს, როცა მას ხმალი უნდა მოექნია, ანუ გარკვეული ხასიათის გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველომ აღიდგინა ის თვისებები მმართველობისა, რომელმაც ჩვენ საუკუნეები გამოგვატარა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, როგორც კი ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის, ერის ინტერესებით მოქმედებს, ძალიან მარტივი ხდება გადაწყვეტილებები.
„დაბნეულობა არის მაშინ, როდესაც სხვის ინტერესებს უყურებ, რადგან არჩევანი უნდა გააკეთო, გაითვალისწინო ერთი ქვეყნის, თუ მეორე ქვეყნის ინტერესი, ერთიც რაღაც კარგს ამბობს, მეორე ცოტა რაღაცას ამბობს და ასე სხვათა ინტერესებით მოქმედებაში რთულია არჩევანი, მაგრამ როცა იცი, რა არის შენი ქვეყნის საფუძველთა საფუძველი ინტერესებში და რა არის წითელი ხაზი, შემდეგ ადვილია გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1789491637
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგა...
1789490977
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკ...
1789488129
ახალი ამბები„ფორმულას“ ჟურნალისტი: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი, თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის...
1789486619
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მი...
1789483862
მსოფლიოილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას გან...






























