დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა
„რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა“, - ასე ეხმაურება ექსპერტი დავით ჩიხელიძე კორუფციის მკვლევრის ირაკლი აბესაძის განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ „ტრამპთაუერში“ ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში“.
როგორც ჩიხელიძე აცხადებს, აღნიშნული პროექტის მნიშვნელობა სწორედ მის მასშტაბშია, რადგან ის ქვეყანაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიციას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლასა და საქართველოს გლობალურ ბიზნესთან კიდევ უფრო მეტად დაკავშირებას გულისხმობს.
მისივე თქმით, საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მოეზიდა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რა პოზიციას დააფიქსირებდა მაშინ აბესაძე.
„ყოველი ასეთი განცხადება მახარებს, რადგან კარგად ჩანს საქართველოს მტრების სახეები და მათი სიბოროტის მასშტაბი. რატომ ვაკნინებთ საკუთარ ქალაქს და ზოგადად საკუთარ ქვეყანას? თურმე თბილისში მეტრო რომ არის ან ქალაქში საცობებია, ამის გამო 2 მილიარდიანი ინვესტიცია ცუდი ამბავია. სხვა ქვეყანაში მეტრო არ არის? სხვა განვითარებულ ქალაქებში საცობები არ არსებობს? მსოფლიოში პრაქტიკულად არცერთი დიდი და განვითარებული ქალაქი არ არის საცობებისგან სრულად თავისუფალი, ეს არის დიდი ქალაქის რეალობა, ეს არის მოცემულობა! რაც შეეხება მეორე საკითხს, ძალიან საინტერესოა, სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ მოეზიდა სახელმწიფოს 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რა პოზიციას დააფიქსირებდა მაშინ ბატონი აბესაძე. დარწმუნებული ვარ, მაშინ პროექტის ავტორებსაც ცაში აიყვანდა ქებით და სააკაშვილსაც ეკონომიკურ გენიოსად წარმოაჩენდა. მაგრამ დღეს, როცა ასეთი მასშტაბის პროექტი საქართველოში ხორციელდება, ზოგიერთი ადამიანი ყველაფერში პრობლემას ხედავს, მეტროში, საცობში, შენობის სიმაღლეში და ა.შ. ხედავს ყველაფერს გარდა რეალობისა! რეალობა და მნიშვნელოვანი კი 2 მილიარდის ინვესტიცია, ახალი სამუშაო ადგილები, საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა და საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაკავშირება გლობალურ ბიზნესთან არის“, - წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
1789491982
ახალი ამბებიპრემიერი: პროექტი Downtown Tbilisi და მის მთავარ სიმბოლოდ ჩაფიქრებული Trump Tower Tbilisi სცდება მხოლოდ ურბანული მშენებლობის ჩარჩოებს
„დღევანდელი დღე, თამამად შეიძლება ითქვას, არის ისტორიული ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი დედაქალაქის განვითარებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ Trump Tower Tbilisi-ის...
1789491637
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგა...
1789490977
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკ...
1789488129
ახალი ამბები„ფორმულას“ ჟურნალისტი: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი, თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის...
1789486619
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მი...






























