შალვა პაპუაშვილი: ტრამპის ბრენდი როცა შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, „ტრამპთაუერ თბილისი“ ურთიერთსასარგებლო პროექტია, რომელიც წინ უსწრებს ეპოქას
„ტრამპთაუერ თბილისის“ პროექტს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ამასთან, როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, თავისთავად, ეს არის განაცხადი, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპია, რის გამოც ხორციელდება იდეა, თბილისში აშენდეს ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპ თაუერის“ ბრენდის ქვეშ.
„პროექტის პრეზენტაციიდან მოვდივარ, მართლაც სასწაული პრეზენტაცია იყო, თავისი შინაარსით და ფორმით. ამ პროექტს ორგვარი მნიშვნელობა აქვს, ერთი – ეს არის 2-მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდი და მოცულობითი ინვესტიციაა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ეკონომიკისთვის აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შეგახსენებთ, რომ პარალელურად, „იგლ ჰილსის“ პროექტის 6-მილიარდიანი ინვესტიცია არის. ჯამში, ამ ორ საინვესტიციო პროექტში 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა გათვალისწინებული. ასე რომ, ეს თავისთავად ჩვენი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება.
მეორე, ეს არის ბრენდი. როდესაც ტრამპის ბრენდი შედის რომელიმე ქვეყანაში, ქალაქში, ეს უკვე თავისთავად არის განაცხადი. დღეს ტრამპის ვაჟმა, რომელიც ჩაერთო პრეზენტაციაზე, ერიკ ტრამპმა ისაუბრა კიდეც, რატომ მიიღო გადაწყვეტილება, „ტრამპ თაუერი“ აშენებულიყო საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ იდეების და პროექტების 99 პროცენტი, როგორც წესი, უარყოფილი არის, სწორედ ამ იდეამ, თბილისში აშენებულიყო ცათამბჯენების კომპლექსი „ტრამპ თაუერის“ ბრენდის ქვეშ, მიიპყრო ტრამპის ორგანიზაციის ყურადღება, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არის მართლაც მსოფლიო მასშტაბით გამონაკლისი ეკონომიკური ზრდის ტემპი.
ჩვენ საშუალოდ 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. ასეთი ზრდა არცერთ ქვეყანას არათუ რეგიონში, მსოფლიოში არ ჰქონია. ასე რომ, ეს აჩვენებს დიდ პოტენციალს ინვესტიციებისთვის. მეორე ეს გახლავთ თავად საქართველო, თბილისი, როგორც ადგილი, რომელიც ევროპისა და აზიის გასაყარზე, კულტურების გასაყარზე, თავისი პოლიტიკური, ეკონომიკური მნიშვნელობით არის და აქ ტრამპის ბრენდის გამოჩენა, ვფიქრობ, თავად ტრამპის ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ დედამიწის ამ წერტილში, ამ გზაგასაყარზე სხვადასხვა ცივილიზაციებისა, ტრამპის ბრენდი ამაყად ჩანდეს და ანათებდეს. ასე რომ, ვფიქრობ, ეს არის ძალიან დიდი ურთიერთსასარგებლო პროექტი, რომელიც, დღეს აღნიშნეს კიდეც, მართლაც წინ უსწრებს ეპოქას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ტრამპ თაუერ თბილისის“ პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.
1789491637
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: Trump Tower Tbilisi საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგანიზაცია ათწლეულების განმავლობაში ქმნის
„Trump Tower Tbilisi, რომელიც ფართომასშტაბიანი პროექტის - Downtown Tbilisi-ის მთავარ და გამორჩეულ ელემენტს წარმოადგენს, საქართველოს დედაქალაქს იმ გლობალური ქსელის ნაწილად აქცევს, რომელსაც ტრამპის ორგა...
1789490977
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: გუშინ განცხადება გავაკეთე, რომ გახარიას ე.წ. პარტია საკონსტიტუციო სარჩელს დაემატება და ამის შემდეგ, საღად მოაზროვნე ადამიანი როგორ იფიქრებს, რომ უმრავლესობის რომელიმე დეპუტატი მათ კანონპროექტს მხარს დაუჭერს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია „საქართველოსთვის“ მიერ მომზადებული ცვლილებებისთვის ხმა არ მიუცია და სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა ტექნიკ...
1789488129
ახალი ამბები„ფორმულას“ ჟურნალისტი: ამ კომპანიაში თანამშრომელი და მისი საჭიროებები არასდროს არის პრიორიტეტი, თანამშრომელს ვალდებულად თვლიან, ემსახუროს კომპანიას მაშინაც კი, როცა ამისთვის ანაზღაურებას არ იღებს - აუცილებლად შევხვდებით სასამართლოში
„ფორმულას“ ჟურნალისტი ელენე ბენიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კომპანიაში არსებულ ფინანსურ კრიზისსა და თანამშრომლების უფლებების შელახვაზე საუბრობს. ის ამბობს, რომ ტელეკომპანიას მის...
1789486619
ახალი ამბებიპროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ძალადობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მი...
1789483862
მსოფლიოილჰამ ალიევი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა
„ევროპარლამენტი კორუმპირებული პირების ბუდეა. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“ - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციების მონაწილეებთან შეხვედრისას გან...






























