შალვა პაპუაშვილი: პაატა ბურჭულაძემ იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა
პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პაატა ბურჭულაძემ აქციის ორგანიზატორობა იურიდიულად გააფორმა.
„ქართული ოცნების“ პირობებში ხელისუფლების ყველა შტო გამართულად იმუშავებს 4 ოქტომბერსაც და 5-შიც. პაატა ბურჭულაძემ იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობა არ მოხდეს, თორემ, ის არა მხოლოდ პასუხისმგებელია პოლიტიკურად, არამედ ოფიციალურად ხვალინდელი შეკრების ორგანიზატორიცაა, მერიას წერილი მისწერა. წინა შემთხვევებში ორგანიზატორები არ ფიქსირდებოდნენ და ძალადობის შემდეგ ერთმანეთისკენ ხელს იშვერდნენ.
ვაშაძემ თქვა, პარლამენტს წრე დავარტყათო, შემდეგ, მე რა შუაში ვარ, რატომ დამიჯერეთო. პაატა პურჭულაძე ხვალინდელი აქციის ორგანიზატორია და საკუთარი თავი დაიფიქსირა. რაც კი რაიმე მოხდება, პირველი პასუხისმგებელი იქნება, სხვაც, მათ შორის „ნაცმოძრაობა“, არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც თანაორგანიზატორები არიან. თუმცა, ბურჭულაძემ იურიდიულად ეს გააფორმა, როგორც საკუთარი პასუხისმგებლობა. ამიტომ, იმაზე იზრუნოს, რომ ხვალ რაიმე ძალადობას არ მოხდეს.
რაც შეეხება მომავალს, ხვალ არჩევნებით საარჩევნო ციკლს ვასრულებთ, საპარლამენტო იყო, შემდეგ პრეზიდენტი ავირჩიეთ, ხვალ ადგილობრივ თვითმმართველობას ავირჩევთ. 2028 წლამდე, ქართულ სახელმწიფოს საშუალება ექნება, ამ ყალბი ისტერიის გარეშე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებასა და ტერიტორიულ გამთლიანებაზე ვიზრუნოთ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































