საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა (ცესკო) და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიას შორის ცესკოში დღეს ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიზანია ორი ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება საარჩევნო პროცესების მართვის სფეროში. ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ და სამხრეთ აფრიკის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ მიზნად ისახავს, მხარეებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.
მემორანდუმი ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებას, როგორც ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით, ისე საარჩევნო პროცესების კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. ასევე არჩევნების ინკლუზიურობისა და ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლების კუთხით.
მხარეები კონსულტაციებს გამართავენ თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებების განსასაზღვრად და ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვის მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა ხაზს უსვამს საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის საერთო მიზანს, ხელი შეუწყონ გამჭვირვალე, ინკლუზიურ და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ საარჩევნო გარემოს განვითარებას.
ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერამდე, გიორგი კალანდარიშვილმა, ჯანეტ ლავს დეტალურად გაუზიარა ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ადმინისტრაცია სრულად არის მზად უზრუნველყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე ადმინისტრირება.
1788802681
მსოფლიოსტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებმა სამმხრივი მოლაპარაკებების დაგეგმვის კუთხით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა მოსკოვსა და კიევში ვიზიტების შემდეგ განაცხადა, რომ მიღწეულია „მნიშვნელოვანი პროგრესი“, კერძოდ, დამატებითი სამმხრივი მოლაპარაკებების განრიგზ...
1788801303
ახალი ამბებიალექსანდრე დარახველიძე: საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით უმკაცრესი პოზიცია გვქონდეს
საქართველოს მთავრობა, შსს და თითოეული სახელმწიფო უწყება ეფექტურად მუშაობს, რომ ხელი შეეწყოს ლეგალურ მიგრაციას, ხოლო არალეგალურ მიგრაციასთან მიმართებით გვქონდეს უმკაცრესი პოზიცია, - განაცხადა შინაგან ს...
1788798869
ახალი ამბებითამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს შეხვდა
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი ყაზახეთის რკინიგზის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ერლან კოიშიბაევს...
1788797071
ახალი ამბებიქობულეთში, ზღვაში კაცი დაიხრჩო
ქობულეთის სანაპიროზე ზღვაში კაცი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, კაცი ზღვაში შტორმის დროს შევიდა. მაშველებმა კაცი ნაპირზე გამოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. „ექსკლუზივს“ შსს-ში უთხრეს, რო...
1788795593
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს შეხვდა
2026 წლის 7 სექტემბერს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა დელფოსის ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან სიმეონ ცომოკოსთან. ინფორმაცი...































