შალვა პაპუაშვილი: არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ

არის მცდელობა, მოაწყონ არჩევნების საბოტაჟი, მნიშვნელოვანია, ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა ამას შესაბამისი პასუხი გასცენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არის მცდელობა, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე.
„ხვალ იმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. როგორც იცით, საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ 64 მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოების 2 000-ზე მეტ წევრს. ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედია არის აკრედიტებული არჩევნებზე დაკვირვებისა და გაშუქების მიზნით. ჯამში, 2 500-ზე მეტი დამკვირვებელი მედიაწარმომადგენელი იქნება, ვისაც ექნება შესაძლებლობა, დააკვირდეს და გააშუქოს ხვალინდელი არჩევნები. იცით, რომ 12 პარტია იღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. კანდიდატების რაოდენობაც არის დიდი, მათ შორის დედაქალაქში ცხრა მერობის კანდიდატი არის წარმოდგენილი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო გარემომ მეტწილად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
„ყველას გვქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია, ჰქონოდა კომუნიკაცია მოქალაქეებთან და გაეცნოთ საკუთარი გეგმები. ნახეთ, რომ ტრადიციულად ოპოზიციამ არ ისარგებლა იმ შესაძლებლობით, რომ რეგიონში ჰქონოდა აქტიური კომუნიკაცია მოქალაქეებთან. „ქართულ ოცნებას“ ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ადგილზე – სოფელ-სოფელ, ყველა უბანში, ყველა ოჯახში. ჩვენი კანდიდატები, ჩვენი პარტიის წარმომადგენლები ეკონტაქტებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს, რათა გაეცნოთ ჩვენი გეგმები, მოესმინათ მოქალაქეების მოსაზრებები.
ჩვენი საერთო დაკვირვებაა, მათ შორის ადგილზე ჩვენი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, რომ ოპოზიცია პასიური იყო რეგიონებში, თბილისში მეტ-ნაკლებად ვხედავთ აქტივობას, თუმცა, ისევე როგორც შარშან, ამჯობინეს სტუდიებიდან საარჩევნო კამპანიის წარმოება და არა უშუალოდ მოქალაქეებთან შეხვედრა. ამასთან, ჩვენ ვნახეთ და ვხედავთ, რომ არის მცდელობა კიდევ ერთხელ, რომ საბოტაჟი არჩევნების მოაწყონ. ამ მხრივ, განსაკუთრებული მდგომარეობაა ამ შემთხვევაში, ვინაიდან ვნახეთ, რომ პირდაპირ გამოცხადებულია არჩევნების საბოტაჟი არა მხოლოდ მასში მონაწილეობაზე უარის თქმით, რაც განაცხადა ორმა ბარიერგადალახულმა პარტიამ, არამედ არჩევნების პარალელურად, ძალადობრივი აქციის დაანონსებით და არჩევნების ჩაშლის მუქარით.
ვნახეთ, რომ პარტიების კოორდინირებული მოქმედება არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, მედიის ზოგიერთ წამომადგენელთან, რომლის მცდელობაც არის, წაართვან საარჩევნო უფლება მოქალაქეებს და არჩევნების საბოტაჟით მოახდინონ გავლენა მოქალაქეების მონაწილეობაზე. მათ შორის ვხედავდით პარადოქსულ განცხადებებს, როდესაც საუბარია დამხობაზე და ცდილობენ, წინასიტყვა - მშვიდობიანის დამატებით რაღაცნაირად კანონთან თითქოს შესაბამისობაში მოიყვანონ, რაც არის სრული აბსურდი.
აქვე მივუთითებ, რომ ამაზე მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკაც არსებობს ერთ-ერთ საქმეში, რომელიც თურქეთს ეხებოდა, სადაც ერთ-ერთი ორგანიზაცია საუბრობდა ლეგიტიმურ ჯიჰადზე, ლეგიტიმურ ძალადობაზე და ზუსტად წინსართი – ლეგიტიმურის დამატებით ცდილობდა თითქოს ამისთვის მიეცა ისეთი ფორმა, რომელიც შესაძლოა, დაცული ყოფილიყო სიტყვის გამოხატვის უფლებით.
სტრასბურგის სასამართლოს მიღებული აქვს ამაზე გადაწყვეტილება. ასე რომ, ამ ტერმინოლოგიის გამომგონებლები მინდა, დავარწმუნო, რომ ისინი ვერანაირად ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას ამ ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით. ნათქვამი სიტყვა უკვე არის, ვერაფერს შეცვლიან. საუბრობენ დამხობაზე, საუბრობენ 4-ში დაწყებასა და დასრულებაზე. ამ შემთხვევაში, „ლელოს“ ვგულისხმობ, რომელსაც სურს, რომ ორივე ფლანგზე ითამაშოს, საუბრობს არჩევნებზე დილით და საღამოს დამხობაში მონაწილეობაზე.
ჩვენ ვიხილეთ პირდაპირი საბოტაჟი არჩევნებისა, რომ მომხდარიყო არჩევნების საბოტაჟი. მნიშვნელოვანია, რომ ხვალ ჩვენმა მოქალაქეებმა შესაბამისი პასუხი გასცენ ყველა ამ წამოწყებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1759502973
მსოფლიოორბანი: უნგრელებს არ სურთ უკრაინელებთან ერთად იყვნენ ევროკავშირში
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინელების ბედი „რუსეთის გვერდით ცხოვრებაში“ მდგომარეობს. ორბანმა აღნიშნა, რომ უკრაინის ევროკავშირში მიღებას ბლოკის 27-ვე წევრი ქვეყნის მხარ...
1759501463
საზოგადოებასერგო მეთოფიშვილი ბესარიონ ალავიძეზე: მას შემდეგ რაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსის შედეგად უარი უთხრა უვადო მოსამართლედ დასანიშნად წარდგენაზე, განაწყენებულმა დაიწყო ტალახის სროლა სასამართლო სისტემის მიმართ
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ყოფილი მოსამართლის ბესარიონ ალავიძის მხრიდან სასამართლო სისტემის მიმართ ცილისწამებაზე წერს და პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ, „ნაციონალური მ...
1759500753
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო და 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედიაა აკრედიტებული დაკვირვების და გაშუქების მიზნით
ხვალინდელი არჩევნებისთვის უკვე დარეგისტრირებულია 28 საერთაშორისო სადამკვირვებლო, 27 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, 73 მედიაა აკრედიტებული დაკვირვების და გაშუქების მიზნით. ჯამში 2500-ზე მეტი დ...
1759500662
საზოგადოებაქადაგიშვილი: ამ აქციის მესვეურებს ესმით, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი არ არის - მთავრობის მეთაურმა მკაფიო განცხადება გააკეთა და მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციისაგან და ნუ გაწირავენ საკუთარ თავს და ახალგაზრდებს
ამ აქციის მესვეურებს კარგად ესმით, რეალურად ხედავენ და გრძნობენ, რომ ქვეყანაში არანაირი რევოლუციური მუხტი და სიტუაცია არ არის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და...
1759500026
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა და ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესები
საზოგადოებაში არ არის რევოლუციური განწყობა. ვიღაცას თუ ჰგონია, რომ საზოგადოებაში ცვლილებების მოლოდინი რევოლუციური განწყობის ტოლფასია, საერთოდ არ სცოდნია საზოგადოების და სოციუმის აღქმის და ქცევის წესებ...