კახა კალაძე: ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერენ

„ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი არის დასტური იმის, რომ ხელისუფლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა აღიარა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ და უკვე მერამდენე წელია მხარს გვიჭერს მოსახლეობის უმრავლესობა. ოპოზიციის მხრიდან კი ხელისუფლების აღიარება-არაღიარებაზე საუბარი არის პოლიტიკური სპეკულაცია. ჩვენ ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რაც ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობისთვის არის მნიშვნელოვანი.

რაც შეეხება უშუალოდ ეუთოს დელეგაციას, გვახსოვს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით როგორი შეფასებები გააკეთეს. მათ პირდაპირ განაცხადეს, რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში მონაწილეობის შანსები თანაბრად ჰქონდა, ქართველ ხალხს კი არჩევანის თავისუფლად გაკეთება შეეძლო.

ისიც გვახსოვს ოპოზიციის, რადიკალებისა და გარე ძალების მხრიდან რა რეაქციები მოჰყვა - როგორ შეურაცხყოფას აყენებდნენ მისიის წარმომადგენლებს. მათი დამოკიდებულება ვიცით, ჩვენ კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას ვაგრძელებთ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773046263

ახალი ამბები

ცოტნე კობერიძე „ნაცმოძრაობის“ გაერთიანებაზე: რასაც ვუყურებ, 2016 წელია, ჩემთვის ეს ახალი არ არის, იგივეა - დაახლოებით ისეთი, როგორიც „წინააღმდეგობის ფრონტი“ იყო და ბევრი სახელი მავიწყდება ხოლმე, 6 თვეში ერთხელ რომ „რესტარტდება“

„იყო რვა, გახდა ცხრა, როგორც ვხდები“, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ცოტნე კობერიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ გაერთიანება, „ტვ პირველის“ ეთერში. კითხვაზე, რამე სიახლეს თუ ხედავს ამ გაერთიანება...

ცოტნე კობერიძე

1773044910

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ვისი პოვნაც უნდა, ძალიან ადვილად პოულობს და ვისი პასუხისგებაში მიცემის საფუძველიც აქვთ, ძალიან ადვილად მისცემს პასუხისგებაში, ამ მხრივ არავის და არაფერს ერიდება, - ას...

შალვა პაპუაშვილი

1773043789

მსოფლიო

პირველად უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი უკრაინელი წყვილი ოჯახად აღიარა

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანი წყვილის ოჯახად აღიარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია ლგბტ ორგანიზაცია „ინსაიტის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მათი თქ...

უკრაინელი წყვილი

1773042696

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, ეს დივერსიაა

ჩვეულებრივი დივერსიაა, როდესაც ჩვენ შიგნით გვყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ იმაზე, რომ საქართველო გახადონ სამიზნე სხვადასხვა ძალებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა...

შალვა პაპუაშვილი

1773041228

მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასულ ღამეს უკრაინელების 160-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 23:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა უკრაინელების 163 დრონი ჩამოაგდეს. როგორც რუსეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ 54...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო